ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელ.არეთა
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2018


როგორც თვალებს როცა ძილი სურთ...

ვზივარ ფიქრებით გაფრენილი,
როგორ ვიღლები...
ვამძიმებ ფურცლებს
როგორც თვალებს,
როცა ძილი სურთ,
ვწერ და შექმნილი უაზრობით
ცრემლად ვიღვრები,
ჩემი ცრემლების ნაკვალევით
სახლი გაივსო.

ვეღარ ვაოკებ შეშლილ სურვილს
ისევ წერისას,
მუზა კისერზე ამბორს ტოვებს ცხელი ტუჩების,
და მოშორება ბაგეების აღარ მეღირსა,
ცხელი სუნთქვაა გაგიჟებას გადავურჩები.

ვერევი სურვილს კარს ვუხურავ
მუზას ამ ღამეს...
გაფითრებული დანისლულა სახლში ფიქრები,
უსასრულოა რომ ვუყურებ
დღესაც მაგ თვალებს,
მემგონი მუდან მაგ თვალების
მცველი ვიქნები.

ვტოვებ ღიმილებს იმ წერტილში
სადაც ვსრულდები.
სადაც დაღლილი თვალებს ვხუჭავ როგორც ფრენისას.
ვინც ჩემი ყოფნის ამ თბილ სახლში არის მსურველი.
ჩემი ლექსები თბილ პლედებად
მხრებზე შეისხას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები