| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 11 თებერვალი, 2018 |
თავსახსრიანთა სახეობა ,,გაუმარჯოს ხელოვნებას!'' ფრთიანი გამონათქვამი ქარიშხალია, ძალას იკრებს ჩემში პროტესტი, ბინძური ქუჩის ქვაფენილზე ვერ ნახავთ გროშსაც, არა თუ მიწას, სამყაროსაც მგონი მოვბეზრდი და ნაფლეთებად მიმოფანტულ ნერვებს ძლივს ვბოჭავ. მუტაციურმა ინტელექტმა დაფარა სივრცე, თავსახსრიანთა სახეობის დამდგარა ერა, ადამის გენი გოლიათთან ბრძოლაში მიწვევს, თუმცა სულს ღაფავს, მაგრამ მაინც შემომრჩა ჯერაც. ,,ვერცხლის ჩხრიალის'' ჟღერადობა არა იუდის, სამანწაშლილი ანგარება პირგასამტეხლო, ,,ოცდაცამეტი’’ სასაცილოდ აღარც კი უღირს, ემისხალება დედამიწა, თვით საქართველოც; სახეობაა სულ ახალი, თავსახსრიანი და სახეზე გვაქვს ინტელექტის ინკუსტრაცია, ჯერ ისევ ჰქვია სამწუხაროდ ადამიანი, ლუციფერისთვის სულიც უკვე მიუბანძია. ქარიშხალია, ძალას იკრებს ჩემში პროტესტი, ბინძური ქუჩის ქვაფენილზე ვერ ნახავთ გროშსაც, არა თუ მიწას, სამყაროსაც მგონი მოვბეზრდი, დანაფლეთებულ, მიმოფანტულ ნერვებს ძლივს ვბოჭავ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ოცნება ბევრი მწვერვალი დავიპყარი ბევრი და მაინც ვერ გავცდი მე თქვენს ლამაზ თვალებს თვალებს დამღუპველს ურაკპარაკი გეტყვით ჩემთვის მაინც სხვა არი და ვეტრფი ვეტრფი ვეტრფი ვეტრფი მე მის თავფურცელს და თუ არ ახდა მწველზე მწველი ჩემი ოცნება მტანჯველი ფიქრი ფორიაქი სულის ხანძარი როცა მოვკვდები მხოლოდ ერთს გთხოვთ გთხოვთ რა მოხდება აქ ამ საიტზე სადმე ლოგოდ გამომაკარით! ოცნება ბევრი მწვერვალი დავიპყარი ბევრი და მაინც ვერ გავცდი მე თქვენს ლამაზ თვალებს თვალებს დამღუპველს ურაკპარაკი გეტყვით ჩემთვის მაინც სხვა არი და ვეტრფი ვეტრფი ვეტრფი ვეტრფი მე მის თავფურცელს და თუ არ ახდა მწველზე მწველი ჩემი ოცნება მტანჯველი ფიქრი ფორიაქი სულის ხანძარი როცა მოვკვდები მხოლოდ ერთს გთხოვთ გთხოვთ რა მოხდება აქ ამ საიტზე სადმე ლოგოდ გამომაკარით!
5. გმადლობთ!!! გმადლობთ!!!
4. მძიმე მაგრამ კარგი ლექსია! + მძიმე მაგრამ კარგი ლექსია! +
3. მძიმე მაგრამ კარგი ლექსია! + მძიმე მაგრამ კარგი ლექსია! +
2. Epitafia Aq ganisvenebs vajkaci, Sikvdilma ar sheicoda Tvla ar icoda atamdi, Arc wera-kitxva icoda. Didxans awvales senebma, Muzamac didxans awvala Da gahqra misi xseneba, Rogorc ki gardaicvala.
Epitafia Aq ganisvenebs vajkaci, Sikvdilma ar sheicoda Tvla ar icoda atamdi, Arc wera-kitxva icoda. Didxans awvales senebma, Muzamac didxans awvala Da gahqra misi xseneba, Rogorc ki gardaicvala.
1. )) tavfurcelze )) tavfurcelze
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|