უცებ კარის გაღების ხმა გაისმა, შემოვიდა თუ არა, არც კი შემომხედა,გაექანა საწერი მაგიდისკენ და ქაღალდებში ქექვა დაიწყო.არა სიუზან, რაღაც გეშლება, არც კი გიყურებს, ნეტა შენს ჩერჩეტ ტვინში ჩამახედა, თუმცა, უკვე გვიანია, ამოვისუნთქე და ხელოვნური ღიმილით,ვუთხარი: . - მე კარგად ვარ. . - ოჰ, მის ფამენ,მაპატიეთ,ძალიან ვჩქარობ.კარგად რომ იყავით,ეს წასვლამდე მივხვდი,კისერზე მეხვეოდით,არ წახვიდეთ,მე თქვენ მჭირდებითო მეუბნებოდით.წესით, ასე სიმთვრალის დროს აკეთებენ,მაგრამ თქვენ, ყოველგვარ წესსა და ჩვევას ეწინააღმდეგებით თქვენი ბუნებით. - ტყუილია,ღმერთო ჩემო,ასე როგორ მელაპარაკებით!შეწყვიტეთ ფურცლების ფრიალი! - მე თქვენ გხედავთ,რატომ ღელავთ?რა არის ამაში ცუდი,თქვენ მას მიენდეთ. - მე თქვენ არ მოგენდეთ,გონება დავკარგე! - ქვეცნობიერზე ვამბობ. - აი თურმე, როგორიც ხართ,ყოვლისმცოდნე, თვითკმაყოფილი, ვითომ გენიოსი,რომელიც სულ რაღაცას ეძებს! - და რომელმაც მზრუნველობა გამოიჩინა, როცა გული წაგივიდათ. ხო,მართლა,რისი ბრალი შეიძლებოდა ყოფილიყო? - არ ვიცი. - კარგით. - ისევ გამიღიმა,რაღაც პატარა ფურცლის ნაგლეჯი ამოაძრო უჯრიდან,ჯიბეში ჩაიტენა და სამზარეულოსკენ ხელების ფშვნეტით გაემართა. - უნდა გამოგიტყდეთ,შიმშილის გრძნობა დიდი ხანია არ მიგრძვნია,ალბათ თქვენი დამსახურებაა,ჩემს წონას არ აწყენდა ერთი ორი კილო. - ოჰ,არა.ახლა ზედმეტ კილოგრამებსაც დამაბრალებთ. - ნუ ღელავთ,წონა არ მაწუხებს,უბრალოდ შეგრძნებების დაბრუნება ავღნიშნე. - თქვენი სახელი არ ვიცი. - ედრიენ კლარკი. - ინგლისიდან ხართ? - დიახ. - აკი მეჩქარებაო?მისტერ უცნაოურობავ! - აჰ, წეღან მეჩქარებოდა,ახლა კი ძალიან ბევრი დრო მაქვს. - ჰო,რა თქმა უნდა,რატომ არ მიკვირს, თქვენი დამოკიდებულება დროსთან ხომ სამყაროსეულ თეორიებს ცდება. - მთლად ასეც არ არის,უბრალო არაპუნქტუალურობა იყო, ფსიქიკური დარღვევაც შეიძლება დაერქვას. - საზღვარი არა აქვს თქვენს უცნაურობას,თუმცა მართალი ხართ. - უცნაურობა დღეს სიმართლეს ნიშნავს,ხშირ შემთხვევაში. - მაინც რა არის თქვენი სიმართლე? - ის,რომ საჭმელი არ მაქვს და მოგვიწევს რომელიმე ახლომდებარე რესტორანს ვესტუმროთ,ამჯერად აიტანს ჩემი ჯიბე. - არ არის აუცილებელი,მე უნდა წავიდე,ალბათ ტელეფონში უამრავი გამოტოვებული ზარია,იმედი მაქვს დაკითხვებს არ მომიწყობენ. - თქვენ რა,მუდმივად სხვების კონტროლის ქვეშ ხართ?ეხლა მესმის თქვენი კონსერვატიული ბუნების. - სულაც არ ვარ კონსერვატიული,უბრალოდ სახლშიც და სამსახურშიც უჩემოდ არაფერი კეთდება,სიუზანი იქით,სიუზანი აქეთ,ღმერთო, როგორ ვიღლები ზოგჯერ. - თქვენ, ჩემთან იგრძენით დაღლა სიუზან,ეს იმას ნიშნავს რომ თავისუფლება შეგშურდათ.თქვენი მდგომარეობა არ არის სახარბიელო,მუდმივად თქვენზე მოთხოვნა მონობაა,თქვენ მათ ემსახურებით,ეს არ არის პრივილეგია.ეს მას შემდეგ ვიგრძენი,როცა გამოვეთიშე სამსახურს და ოჯახს,საყვარელი საქმე კი გონებით ვერ დავთმე. - ფიქრობთ რომ რამის შეცვლა შესაძლებელია? - ყოველთვის მეგონა რომ რთულია,უბრალოდ ბომბის გავარდნასავითაა,აფეთქება,შოკი,შემდეგ კი ნარჩენებს სანაგვეზე ისვრიან და ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.უბრალოდ ამისთვის მზად უნდა იყოთ,მე კი არ ვიყავი მზად,მამაჩემის გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა. - მეცნიერი იყო? - უიღბლო მეცნიერი. - რაზე მუშაობდა? - ექსპერტების ჯგუფთან ერთად მუშაობდა ახალ მეცნიერულ ნაშრომზე, ადამიანის უკვდავებაზე,ცნობიერების შენახვის პრინციპით.რადგან ადამიანი არ არის მხოლოდ ორგანოთა ერთობლიობა, უპირველეს ყოვლისა ადამიანი არის ინფორმაცია. რაც შეეხება ნაშრომის სამართლებრივ მხარეს, ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც სამართლებრივი ნორმები პრაქტიკულად ერთგვარი მიდგომისაა,აკრძალულია ადამიანის კლონირება, ადამიანისმაგვარი არსების შექმნა, რაც დასჯადია სისხლისსამართლებრივი წესით. კანონების ფორმირებამდე, არსებობდა შესაბამისი ექსპერიმენტები, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოები შეეცადნენ აღმოეფხვრათ ამგვარი მიმართულების ექსპერიმენტები. თითქმის ყველა ქვეყანას ქონდა ერთგვარი მიდგომა, ადამიანის კანონმდებლობით აღიარებაზე.ადამიანი გარდაცვლილად ითვლებოდა მაშინ, როდესაც ტვინი წყვეტდა ფუნქციონირებას, შესაბამისად, თანხმდებოდნენ, რომ ადამიანი ადამიანად ითვლება მხოლოდ დაბადების შემდგომ და არა ჩასახვის. ამიტომ სამართლის სუბიექტადაც არ განიხილებოდა.სამართლებრივი,რელიგიური,კულტურული და ბიოეთიკური რეგულაციების გამო ამ ტიპის ნაშრომზე მუშაობა შეუძლებელი იყო.მაინც მგონია რომ ბრძოლა ღირს,იქნებ სამართლებრივ ორგანოებშიც მოუნდეთ უკვდავება. - გაიღიმა. - სამყარო ასე ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ,უკვდავება რომ გინდოდეთ. - არა რა თქმა უნდა.მამაჩემის თეორიის დამტკიცება მინდა,მაგრამ ჯერ კარგად უნდა შევისწავლო დეტალები,თავიდან მომიწევს ნაშრომის აღდგენა,ინფორმაციის უმეტესი ნაწილი განადგურებულია. - მე შემიძლია სისტემასთან წვდომის უზრუნველყოფა,სახელმწიფო სამეცნიერო აკადემიაში ვმუშაობ ასისტენტად. - ვიცი სადაც მუშაობთ. - აჰ,მართლა?როდის მოასწარით ჩემს შესახებ ინფორმაციის მოპოვება? - იმედებს არ გაგიცრუვებთ მის ფამენ,უბრალოდ მენდეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ყველგან იყიდება,ბიბლუსში და გამომცემლობის ოფისშიც შეიძლება შეძენა
ყველგან იყიდება,ბიბლუსში და გამომცემლობის ოფისშიც შეიძლება შეძენა
16. ეს წიგნი "სახეცვლილი ნახშირბადი" მინდა, სად ვიოშოვო?
ეს წიგნი "სახეცვლილი ნახშირბადი" მინდა, სად ვიოშოვო?
15. არ მინდა ზედმეტად გადავტვირთო გრძნობებით,მაგრამ იმდენი პერსონაჟია( კიდევ გამოჩნდებიან )რომ სხვანაირად არ გამოვა:) სიუჟეტიც ვფიქრობ საინტერესო უნდა გამოვიდეს,თუმცა მოვლენების განვითარება უფრო მოგვიანებით დაიწყება და სწრაფ-სწრაფად შეიცვლება გარემო:) ვნახოთ,რა გამოვა:)) დიდი მადლობა:)) მართლა ძალიან მიხარია რომ კითხულობთ:) არ მინდა ზედმეტად გადავტვირთო გრძნობებით,მაგრამ იმდენი პერსონაჟია( კიდევ გამოჩნდებიან )რომ სხვანაირად არ გამოვა:) სიუჟეტიც ვფიქრობ საინტერესო უნდა გამოვიდეს,თუმცა მოვლენების განვითარება უფრო მოგვიანებით დაიწყება და სწრაფ-სწრაფად შეიცვლება გარემო:) ვნახოთ,რა გამოვა:)) დიდი მადლობა:)) მართლა ძალიან მიხარია რომ კითხულობთ:)
14. იურისტი ხართ, ეს ძალიან კარგია, იურისტები, როგორც წესი ძალიან კარგად წერენ.
"ექსპერტების ჯგუფთან ერთად მუშაობდა ახალ მეცნიერულ ნაშრომზე, ადამიანის უკვდავებაზე,ც ნობიერების შენახვის პრინციპით. რადგან ადამიანი არ არის მხოლოდ ორგანოთა ერთობლიობა, უპირველეს ყოვლისა ადამიანი არის ინფორმაცია." >>>> აი ეს, ძალიან მაგარია. ჰოდა რაკი, ეს ფრაზა ძალიან მომეწონა და, იურისტიც ხართ. ახლა უკვე ინტერესით ვაგრძელებ კითხვას. სხვათა შორის, ერთი ახალგაზრდა მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე "ჩანასახის სამართლებრივი მდგოომარეობა." კჯერ არ დაუცავს, მის დაცვას უნდა დავესწრო. დარწმუნებული ვარ საინტერესო სიუჟეტი მელის. მიხარია. ისე მენატრება აქ საინტერესო პროზის არსებობა, ნუ იტყვით..
5 ქულა. ახლა წავედი შინ და მომდევნ თავს სახლში წავიკითხავ.
იურისტი ხართ, ეს ძალიან კარგია, იურისტები, როგორც წესი ძალიან კარგად წერენ.
"ექსპერტების ჯგუფთან ერთად მუშაობდა ახალ მეცნიერულ ნაშრომზე, ადამიანის უკვდავებაზე,ც ნობიერების შენახვის პრინციპით. რადგან ადამიანი არ არის მხოლოდ ორგანოთა ერთობლიობა, უპირველეს ყოვლისა ადამიანი არის ინფორმაცია." >>>> აი ეს, ძალიან მაგარია. ჰოდა რაკი, ეს ფრაზა ძალიან მომეწონა და, იურისტიც ხართ. ახლა უკვე ინტერესით ვაგრძელებ კითხვას. სხვათა შორის, ერთი ახალგაზრდა მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე "ჩანასახის სამართლებრივი მდგოომარეობა." კჯერ არ დაუცავს, მის დაცვას უნდა დავესწრო. დარწმუნებული ვარ საინტერესო სიუჟეტი მელის. მიხარია. ისე მენატრება აქ საინტერესო პროზის არსებობა, ნუ იტყვით..
5 ქულა. ახლა წავედი შინ და მომდევნ თავს სახლში წავიკითხავ.
13. უფრო მეტიც,ცნობიერების შენახვის შესახებ წიგნიც არის,ჯერ არ წამიკითხავს,სახეცვლილი ნახშირბადი ქვია:) ექსპერიმენტები მაინც კანონის ჩარჩოებში იქნება მოქცეული,თუ ოფიციალური უფლება აქვთ მოპოვებული მუხა,დიდი მადლობა შეფასებისთვის და რომ წაიკითხეთ იმისთვისაც:)) უფრო მეტიც,ცნობიერების შენახვის შესახებ წიგნიც არის,ჯერ არ წამიკითხავს,სახეცვლილი ნახშირბადი ქვია:) ექსპერიმენტები მაინც კანონის ჩარჩოებში იქნება მოქცეული,თუ ოფიციალური უფლება აქვთ მოპოვებული მუხა,დიდი მადლობა შეფასებისთვის და რომ წაიკითხეთ იმისთვისაც:))
12. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს მეცნიერულ თემაზე პროზის კითხვა , აქვე უნდა ავღნიშნო რომ მომეწონა ლოგიკური აზროვნება, რაც დიალოგებიდან ჩანს. რაც შეეხება
რომ ადამიანი ადამიანად ითვლება მხოლოდ დაბადების შემდგომ და არა ჩასახვის.შესაბამისად სამართლის სუბიექტადაც არ განიხილება.ამიტომ ვფიქრობ ემბრიონზე ღირს კარგად დასაბუთებული ექსპერიმენტის განხორციელება. მეცნიერების გარკვეული ნაწილი დიდიხანია მსჯელობს და აღიარებს რომ ადამიანი ადამიანად ჩასახვის შესაბამისად ითვლებოდესო, ექსპერიმენტებიც დაწყებულია.მეც ვემხრობი ამ მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს მეცნიერულ თემაზე პროზის კითხვა , აქვე უნდა ავღნიშნო რომ მომეწონა ლოგიკური აზროვნება, რაც დიალოგებიდან ჩანს. რაც შეეხება
რომ ადამიანი ადამიანად ითვლება მხოლოდ დაბადების შემდგომ და არა ჩასახვის.შესაბამისად სამართლის სუბიექტადაც არ განიხილება.ამიტომ ვფიქრობ ემბრიონზე ღირს კარგად დასაბუთებული ექსპერიმენტის განხორციელება. მეცნიერების გარკვეული ნაწილი დიდიხანია მსჯელობს და აღიარებს რომ ადამიანი ადამიანად ჩასახვის შესაბამისად ითვლებოდესო, ექსპერიმენტებიც დაწყებულია.მეც ვემხრობი ამ მოსაზრებას.
11. უმა, უღრმესი მადლობა:)
თუ წაიკითხავთ გაგრძელებასაც,დიდად გამახარებთ:) უმა, უღრმესი მადლობა:)
თუ წაიკითხავთ გაგრძელებასაც,დიდად გამახარებთ:)
10. წარმოიდგინეთ,მე ეხლაც რომ ვკითხულობ,ემოციები მოაქვს,ჩემივე ნაწერს:) ყველაფერი პერსონაჟის ბრალია,კარგად მამახსოვრდება ასეთები ცხოვრებაში:)
დიდი მადლობა სერენა,მე ცოტა ხნის წინ საერთოდ არ მიფიქრია რომ წერა შემეძლო,ამიტომ თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია:)
წარმოიდგინეთ,მე ეხლაც რომ ვკითხულობ,ემოციები მოაქვს,ჩემივე ნაწერს:) ყველაფერი პერსონაჟის ბრალია,კარგად მამახსოვრდება ასეთები ცხოვრებაში:)
დიდი მადლობა სერენა,მე ცოტა ხნის წინ საერთოდ არ მიფიქრია რომ წერა შემეძლო,ამიტომ თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია:)
9. წავიკითხე ორივე ნაწილი. მეტისმეტად გამართული თხრობაა (რაც ცუდიც არ არის) ჰო, ასე უნდა გამოიყურებოდეს პროზა, მაგრამ საოცრად მაკლია ინდივიდუალიზმიც.
რაც მომეწონა არის ნაწერის ემოციური შემადგენლობა, ძალიან ღრმად ნაგრძნობია და სწორად გადმოცემული, დიალოგები ყველაზე რთული მომენტი მგონია პროზაში და კარგად გაართვი თავი, ყოჩაღ!
+4 წავიკითხე ორივე ნაწილი. მეტისმეტად გამართული თხრობაა (რაც ცუდიც არ არის) ჰო, ასე უნდა გამოიყურებოდეს პროზა, მაგრამ საოცრად მაკლია ინდივიდუალიზმიც.
რაც მომეწონა არის ნაწერის ემოციური შემადგენლობა, ძალიან ღრმად ნაგრძნობია და სწორად გადმოცემული, დიალოგები ყველაზე რთული მომენტი მგონია პროზაში და კარგად გაართვი თავი, ყოჩაღ!
+4
7. სასვენი ნიშნები გამომრჩა? :) სასვენი ნიშნები გამომრჩა? :)
6. ტყუილია,ღმერთო ჩემო,ასე როგორ მელაპარაკებით.შეწყვიტეთ ფურცლების ფრიალი. ტყუილია,ღმერთო ჩემო,ასე როგორ მელაპარაკებით.შეწყვიტეთ ფურცლების ფრიალი.
4. ამ პერსონაჟზე ბევრი ალბათ არ გაგახსენდებათ,მაგრამ ერთი ორი კი:) ან ერთადერთი:)) მადლობა ზღვისპირელი❤ ამ პერსონაჟზე ბევრი ალბათ არ გაგახსენდებათ,მაგრამ ერთი ორი კი:) ან ერთადერთი:)) მადლობა ზღვისპირელი❤
3. არგუმენტს გააჩნია,თუმცა ვინ იცის მომავლის სამყარო რას გვიმზადებს:) არგუმენტს გააჩნია,თუმცა ვინ იცის მომავლის სამყარო რას გვიმზადებს:)
2. "პელე,ცოცხალი ხარ?" მამამისის ამბავში ვენდოთ? კი ბატონო
"პელე,ცოცხალი ხარ?" მამამისის ამბავში ვენდოთ? კი ბატონო
1. ძალიან საინტერესოა)))) როგორ მაგონებს ეს პერსონაჟი ერთ ჩემს ნაცნობს)))) დამსახურებული 5 ჩემგან))
ძალიან საინტერესოა)))) როგორ მაგონებს ეს პერსონაჟი ერთ ჩემს ნაცნობს)))) დამსახურებული 5 ჩემგან))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|