 | ავტორი: ელ.არეთა ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2018 |
ვზივარ,ველოდები ერატოს, თუმცა მომაკითხა ეოლემ გვერდით არავინ მყავს, მე მარტოს... გული გამიჩერდა მეორედ.
მესმის ბაგა-ბუგის არევა, ვხედავ შავი ფერის ერგატივს, ამ დროს მთვარიანი ღამეა, მცივა ვეღარაფრით ვერ გავთბი.
მოდი სიყვარულის ქალღმერთო, ანუ სწორად რომ ვთქვათ,ეროტი! მინდა ამ სიცოცხლით გავერთო, თითქმის საუკუნე გელოდი.
თავი შევაფარე ერმიტაჟს, ყველგან ოხრადაა უტილი, ქაოსს სავანეში ვერ ვიტან, მხოლოდ ამის გამო თუ ვტირი.
თავზე მოვიხსენი ეგრეტი, ცაში ემპირეას დავეძებ, შენ თუ ვერ გაიგე მე გეტყვი, რაც კი მოგინდება დალეწე...
წამში დავუბრუნდი ეოცენს, მიკვირს აქ რომ დამხვდა ელი და... ესეც გადავკარი მეოცედ, სისხლში ალკოჰოლიც შევიდა...
ვენებს გადაეცათ ექსტაზი, სულში წასულების მორგია, მიკვირს ცოცხალი რომ გადავრჩი, მარტო შევეჩვევი ბოდიალს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გიჟპოეტავ დიდი მადლობა!ბევრს ნიშნავს ჩემთვის ახლა შენი სიტყვები.გამიხარდი გიჟპოეტავ დიდი მადლობა!ბევრს ნიშნავს ჩემთვის ახლა შენი სიტყვები.გამიხარდი
5. Ritma mshvenieri, rac bevr leqss ar aqvs aq, mshvenieria Ritma mshvenieri, rac bevr leqss ar aqvs aq, mshvenieria
4. გიორგი დიდი მადლობა რომ აჩქარებული გულისცემა დამირეგულირე.მიხარია თუ მოგეწონა გიორგი დიდი მადლობა რომ აჩქარებული გულისცემა დამირეგულირე.მიხარია თუ მოგეწონა
3. ბოლო სტროფი ძალიან კარგია... მომეწონა ბოლო სტროფი ძალიან კარგია... მომეწონა
2. მადლობა ჩემო კარგო:*სასიხარულოა ასეთი კომენტარი. მადლობა ჩემო კარგო:*სასიხარულოა ასეთი კომენტარი.
1. რაღაცნაირად კარგია.
რაღაცნაირად კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|