მიყვარს, როდესაც იტოტებიან, ფიქრები, როგორც ნილოსის დელტა. მიყვარს წვიმაში წვიმით თამაში და მზის სხივებში ცვლილბა ფერთა.
ზამთარი მიყვარს სევდიან თოვლით, ზაფხული თავის მზიან ხელებით, გაზაფხულობით აპრილის თოვა და შემოდგომით ოქროს მერცხლები.
მიყვარს მხატვარი ტილოს ხატვისას, გიჟი თვალები შეშლილ პოეტის, მე მოქანდაკის ხელები მიყვარს და ხელოვნების მამაოები.
სამშობლო მიყვარს ასიათასჯერ დაჭრილი, მაგრამ მაინც უკვდავი, მე ჩემი მიწის სურნელი მიყვარს და ნისლი მთებზე ლაღად მცურავი.
სადმე წასვლისას დედის მოწყენა და სევდიანი მიყვარს ლოდინი, დაბრუნებულს კი მისი ღიმილით დარდის ჩამოხსნა მძიმე ლოდივით.
მიყვარს, როდესაც კითხულობს ვინმე და ლექსზე მეტად განიცდის სათქმელს, მიყვარს ქალ-ვაჟის ის ტრფობის წამი, როცა ერთმანეთს სიცოცხლეს არქმევს.
მიყვარს სულ ყველა თუნდ ერთი წამით, ვინც სიყვარული გააზიარა, და სევდიანი ეს ჩემი სულიც, რომ სულზე მეტი პოეზიაა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|