ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშიკო
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2009


მიშიკო დვალიშვილის ლექსები (2008 წ.11 აგვისტოს, ცხინვალში გმირულად დაღუპული)

ერთი მდინარე მეორეს ერთვის
და ორივენი მიდიან ზღვამდე
ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს ჩემთვის,
ისე ვიარეთ მთელი თვე მთამდე.
გასულა წამი, წუთი და წლები
ოჰ, მეშინია განმეორების
ერთი ტყუილიც არ მითქვამს შენთვის
და მოგატყუე მთელი ცხოვრებით
რატომღაც ვიგრძენ, რომ ჩემი გული
ტყვიის წვიმაში გაცივდა თითქოს,
მე მაინც ვიგრძნობ, ვიგრძნობ საფლავში
ამ ცოფიანი სტრიქონის სითბოს.

მართლა ძნელია ემოციის გარეშე ამ სტრიქონების წაკითხვა. თითქმის ყველა მისი ლექსი წინასწარმეტყველურია და აღწერს ომის საშინელებებს, სამშობლოსადმი თავდადებების გამოგონილ მაგალითებს...
თუმცა ყველაფერი გამართლდა...მიშიკო იმ 12 დან ერთ-ერთია, რომლებიც სამკვდრო-საციცოცხლოდ, უთანასწოროდ შეებრძოლა რუსების მთელ ბატალიონს, საათნახევრის განმავლობაში აკავებდა მტერს და საშუალება მისცა დანარჩენებს სამშვიდობოს გამოეღწია...ვერცერთი ვერ გადარჩა. მერე თვით რუსთა მეთაური მისულა ცხედრებთან,გაგიჟებულა მხოლოდ 12 გვამი რომ დაუნახავს(თავად რუსის ჯარისკაცის მონათხრობია, ). ქუდი მოუხდია მათ წინაშე.
მე შევეცდები მოვიძიო მიშიკოს ლექსები და ჩანახატები და პერიოდულად მოგაწოდოთ....
                                              გეკო 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები