ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2018


#. #. #.


წამოიზარდნენ ღრუბლებივით მზიან თვალებში,
მუქი ფიქრები შეფერილი წვიმის წვეთებად,
გული კი მკერდში ფრთა გაშლილი იალქანებით,
ღამის წყვდიადში უგზოუკვლოდ დაეხეტება.

ჩემი ღიმილი დავიჭირე მე შენს მზერაში,
და ჩემს ნიშან-წყალს დავეძებდი ალბათ თვალებშიც
რაღაც ღვთაებრივს, უფროსწორად მიწიერ კდემას,
სულის სიღრმეში გადამალულ ქროლას, ქარების...

ზოგჯერ ორი დღეც ზედმეტია ამოსაცნობად,
ზოგჯერ არც კი ღირს სხვის თვალებში ღმერთის ძიება,
მიზეზს თუ მისცემ ზღვად იქცევა ყველა სიტყვა და
ის ტიტანიკი ამ გულშიც კი ჩაიძირება.

ბოლოჯერ ვამბობ: მონა ლიზა ვერც შეგედრება,
და შენ თვალებში სხვა ცა მოსჩანს - ქარიზმიანი
შენ გადაწყვიტე პოეტი ვარ?.. თუ
კვლავ მლიქვნელი?..
მაგრამ მე უფრო ეჭვი მაქვს, რომ ადამიანი.

წამოიზარდნენ ღრუბლებივით მზიან თვალებში,
მუქი ფიქრები შეფერილი წვიმის წვეთებად,
გული კი მკერდში ფრთა გაშლილი იალქანებით,
ღამის წყვდიადში უგზოუკვლოდ დაეხეტება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები