ემილი დიკინსონი - მიდი სიკვდილო, გახსენ ლაბახა (1065)
მიდი სიკვდილო, გახსენ ლაბახა, ბაკში შელალე ფარა დაღლილი, რომელმაც უკვე მოიბალახა და არც ილაჯი შერჩა ბღავილის,
უწყნარეს ღამით ანიჭებ შვებას, შენ ფლობ ყველაზე უსაფრთხო ფარეხს, არ საჭიროებ სანთლით ძიებას, შენს სინაზესაც ენა ვერ აღწერს!
7 აპრილი, ხარება, 2018 წ.
Emily Dickinson - Let down the Bаrs, Oh Deаth (1065)
Let down the Bars, Oh Death — The tired Flocks come in Whose bleating ceases to repeat Whose wandering is done —
Thine is the stillest night Thine the securest Fold Too near Thou art for seeking Thee Too tender, to be told.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|