ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 აპრილი, 2018


თავისუფლება

თავისუფლება... როგორი სხვადასხვაგვარი განმარტება შეუძლია მოუძებნოს ადამიანმა ამ სიტყვას,ზოგიერთი დახეულ ჯინსებში აღიქვამს,ზოგიერთებსაც რაიმე განსხვავებულის ძიების პროცესში აღმოჩენილი ჰგონიათ თავისუფლება... თავისუფლებაა როდესაც იბრძვი! როდესაც გტკივა! როდესაც რაიმეს გაიღებ მის გამო,ესე ჰაერივით არ მოდის ეს გრძნობა... ჯინსების თაობა რომ ჰქონდეს ბევრს წაკიტხული,როგორ არ უნდა უცემდეს გული და როგორ არ უნდა კვდებოდეს იმ ბიჭებთან ერთად არ მესმის,ჩემი ხედვა ოდესღაც ზუსტად ამ წიგნის მეშვვობით ჩამომიყალიბდა... თავისუფლებასაც მაშინ იგრძნობ როდესაც იბრძოლებ,მაშინ თავს ისე აღმატებულად იგრძნობ,რომც დამარცხდე! მოგეწონება ის დამარცხებას,რადგან უკეთეს მომავალს დაგანახებს ის დამარცხებაც,რომ შეგიძლია,რომ გაქვს ძალა...  შენი თავისუფლება უნდა იპოვო,რომ არ ჰგავს არავისას! მხოლოდ შენთვის რომაა ხელშესახები... აი ასეთი თავისუფლების პოვნას გისურვებთ ყველას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები