ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2018


მერქნის ყივილი


უცხო ადგილოსან სახლებს,უცხო ხალხის უსტუმრობელობისგან ხავსი აქვთ მოდებული,თითქოს ჩაძინებულან და სიჩუმით აღნიშნავენ რუტინულობის ყოველდღიურ დღესასწაულს... თავისთვის... საწყენია მიტოვება,მაშინ როდესაც მერქანი ახალგაზრდად გაგრძნობინებს თავს სახლს,შეგრძნებებით სულდგმულობ და იმედი გაქვს რომ შენც დაგაფასებენ,ახალგაზრდასა და ლამაზს... აი ასე გადის დღეები და შემდეგ წლები,უაზრო მოლოდინში. უიმედობას სჯობია, სანამ ბოლომდე არ დაჭკნებიან და არ დაიშლებიან... მოხუცებს მაგონებენ,რომლებსაც გასახსენებელი ძალიან ცოტა რამ აქვთ და ამ მცირეოდენ გასახარებელი წარსულის ხსოვნით სულდგმულობენ... შუა ტყეში თუ გინახავთ ქოხი აშენებისას,რა მედიდურად გამოიყურება,მიუხედავად მისი ზომისა.სიამაყე რომ ცამდე აქვს,ახალგაზრდული სულის დამსახურება უფროა... და ბოლოს,ჩამონგრევის პირას თუ გინახავთ? დაბეჩავებულს, ხელჯოხად ვინმე ბრაკონიერისგან რომ აქვს ხის მორი მიდგმული,ისიც იმიტომ რომ თავზე არ ჩამოენგრეს... საცოდაობაა, ვფიქრობ და ასაკს უფრო პატივისცემით ვეკიდები,რადგამ მიმძიმს,ჩვენც ერთ დროს ამ სახლებს დავემსგავსებით,რომლებსაც ერიდებიან ხანდაზმულობის გამო და ზედმეტ თავისტკივილს აირიდებენ ჩვენზე ზრუნვით,მე უბრალოდ მტკივა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები