ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 აპრილი, 2018


ჩანაწერი

" თავისუფლება მთებშია" ყველამ იცის ეს ფრაზა.
ეს სიტყვა რელიგიურ ცასავით სადავოა.
მთების ნახასიათევი თავისუფლება კი თვითნაბადია მორალურ საწყისებიდან და არა დროებათა ცვლით ბოძებული.
წეს-ადათში შეთანხმებულ- შეკავებულია და სარწმუნოებით ზღვარდადებული,
სხვაადგილას ეს თავისუფლების ფრთებ დამტვერილი ყაჯირი განდეგილის გაუცხოვებით უფრთხის ურბანულ უბნებს.
ეს "ტექნოლოგიური საოცრებებით" გარემოცული არე,და სამოქმედო გეგმებში გაწერილი, დღეთა კიბე,
როგორც ეჭვშეუვალი სინამდვილე, მოსაწყენად აშკარა და გამოცნობილია.
ხოლო ნისლების ასლი ასულები,
ვნებიან მზერას რო მალავენ,
სურსთ შეეხოსთ მათაც მტვრიანი ფრთები...
მთა კარავია,
იდეალისტ მეოცნებეთა და პოეტურად უცნაური
ლაღი ბუნების თავშესაფარი,
ქარბუქიანი ფრთებით თავისუფლების ყაჯირი გაფრინდება დღის დამაბრმავებელ სითეთრეში
მთებისკენ )))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები