ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 აპრილი, 2018


უნიჭო ბოდვა )))

დრო რაც მეტად გვაშორებს ძველი ხალხის ისტორიულ ამბებს, მითუფრო დაუჯერებელი,ძნელად აღსაქმელი და სადაო ხდება, რადგან ახალი ეპოქის პირმშო ადამიანი გაფაქიზდა,დაშორდა მიწას, ბუნებას, ცხოვრობს ოთახიდან ოთახში,
ელექტრონიკულ სამყაროში კითხვები გულგრილია,
პასუხები ავტომატური.ომებიანმა
ისტორიამ თუ მოიტანა მშვიდობის მცირე ხანა,და დღეს ფანჯრებიდან ჩანს მსოფლიო, აქ საქართველო წარმოვიდგინოთ ერთ მეომრად, რომელმაც ამ ფანჯრიდან გაიხედა და გააბრუა ევროპული სუნთქვის ქარმა,დასავლური ყაიდით მოხიბლულ მეომარს აღარ მოსწონს გუშინდელი ყველაფრი ის რითაც იმარჯვებდა.
შეისუნთქა ყველა ის მონასუნთქი, რის წინააღმდეგ უბძოლველადაც ერთხელ არ ამოუსუნთქია.
ესეთ მდგომარწობაში ისტორია, ადათ წეს ტრადიციანად, იქცა ავლილ აღმართად,ჩანაცვლებულ ნივთად,მძიმე მოგონებად,
რის დავიწყებასაც სურვილობს,ღია ფანჯრიდან შემოჭრილ ქარებზე აცეკვებული,ფეხზე ბამბის ჩუსტებით, იმიჯ-შეცვლილი მეომარი...ჩვენი მთიანი კუთხიეების მიწაზე გაზდილი ადამიანები, ქარბუქიანი მზერით აჯილდოვებენ მეგაპოლისებს და იდეალიზმის -თვალთა მეტყველებით, პოეზიის-ბინდის ყვავილებით, და სიცოცხლის ვნებათამღელვარებით აღჭურვილნი,ფეიერვერკებს ესვრიან მატერიალიზმის ნაცრისფერ ცას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები