წევრები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ამ ჩემს ჭაღარას
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 1 აპრილი, 2010
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 21 მაისი, 2010 23:31:09
უცნაური მონატრება

არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი –
მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს,
გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი:
მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს
.
ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და
მაცხოვრის დედასაც მშობლები ვუგინო!
გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა...
უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ!
.
რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში
მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!..
მთავარი დედობის მანდილის ამბავში...
თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები!
.
ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას –
შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!..
სხვა სიყვარულობის მეობის გაგება –
ეს არის კაცობის პირველი პრინციპი!
.
მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს
უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე...
დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში
ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი...
.
შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი,
არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ!
ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით
ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე...
.
არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!..
არ მინდა ქალები!..
არ მინდა ბუმბული!..
არ მინდა ლექსები!..
ფ ე ხ ე ბ ზ ე    მ კ ი დ ი ხ ა რ ...




გასაბერი ქალი

შენ დამიმტკიცე – სილამაზე არის ნაგავი!
და სიყვარული სულელების ცრუ სატყუარა!
ჩემი ღირსება ბავშვი არის გასალახავი
და გაბერილი საპნის ბუშტი – ჩემი მუქარა...
.
შენ დამანახე – შემიძლია ვიარო ლეშმა
და ვერასოდეს შევასრულო დანაპირები...
რომ ჩემნაირებს არ სჭირდებათ ვირებზე შესმა,
რადგან ვერასდროს შეჯდებიან ვირზე ვირები!
.
მე ვარ მეზღაპრე! – ვნების ზღაპარს ვერ ავისრულებ!
გვიანიც არის ჩემთვის ალბათ იმის შეტყობა,
რომ ჭკვიანია ვინც არ ეძებს ტრფობის სირთულეს
და სულ მარტივად – გასაბერი ქალით ერთობა...
.
სულ გულში ცქერაც არ ყოფილა თურმე საჩემო,
სჯობდა გარედან შემეხედა – ღირდა თუ არა...
და ჩემს სიყვარულს ისე ვუვლი ახლა გარშემო
მაგელანმა რომ დედამიწას შემოუარა...
.
ის არც კი ბრუნავს და არც ვინმეს სითბოს უნახავს,
გასაბერ ქალზე არის მგონი ისიც თანახმა...
და ისე მიკვირს, გაუკვირდა როგორც უნახავს
მოულოდნელად დედიმისის მძღნერის დანახვა:
.
ნუთუ ასეთი იყო ღმერთი, რომელიც მწამდა
და სამოთხეზე უფრო მეტად ისურვა სულმა!
მე არ ვიცოდი იმის გემო, მუდამ რომ ვჭამდი...
არც ახლა ვიცი რომელი ვარ – ვირი თუ ხურმა...
.
ამის მნახველი თვალიც რაღა გასახელია,
მინდა საფლავზე დამაწეროთ დანაბარები:
სუყველა ქალი ბოლოს მაინც გასაბერია!
და სულერთია ვის რა ფერის დააქვს თვალები...
.
არც კიტრად ღირდა ნატარები დღემდე ღირსება,
მისი დაკარგვით არაფერიც არ დამაკლდება!
ბევრი ცდილობდა უშედეგოდ ამის მტკიცებას...
შენ დაამტკიცე... მე გილოცავ ამ წარმატებას!
.
ამის შემდეგ კი არც აზრი აქვს ამარჩევინო –
ასე შემდეგი გაგრძელდება თუ ეტ ცეტერა...
ეს შენ შეძელი – ბოლოს მაინც დამაწერინე
ლექსი, რომელიც არ მინდოდა რომ დამეწერა!