დგახარ ეულად და გულთან ხელებს ითბობ, თბილად რომ შეეხო ამ ჩემს ბროლის თითებს, ცდილობ მაგრძნობინო შენი გულის სითბო, იმედს გაგიცრუებ... ალბათ მაპატიებ... რადგან ხვდები, რომ მე მისი ერთგული ვარ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ჩემი თავის... ჩემთვის გაცივდება ვიცი ეგ ხელები, ვიცი, გულის სითბოს სულ ვერ შემინახავ... მე კი იმედს მაინც დიდხანს გავიყოლებ, რომ არ დამივიწყებ... ჰოდა, მერე იქნებ, ვიდრე საბოლოო ქარი წაგიღებდეს, სწორედ მაშინ მოწვდე ჩემი სახლის კიდეს. თუნდაც იქ არ დაგხვდე, იქნებ მე შენამდე, თვითონვე ავუყვე მზემდე წამომართულ თეთრი ღრუბლის კიბეს... ვიცი, სხვა დროა და რაღაც დაიკარგა, მაგრამ მაინც, იქნებ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. პოეზიას თუ ემოცია არ მოაქვს, იმ გზასავითაა, ტაძართან რომ არ მიდის :) პოეზიას თუ ემოცია არ მოაქვს, იმ გზასავითაა, ტაძართან რომ არ მიდის :)
8. მადლობა ყველას კომენტარებისთვის. :-* ნინი, ეს გული როგორ დაწერე, მასწავლე. :) მადლობა ყველას კომენტარებისთვის. :-* ნინი, ეს გული როგორ დაწერე, მასწავლე. :)
7. ქალბატონო ნინო, ბროლის თითები ამ შემთხვევაში როგორც სუფთა,გამჭვირვალე, შეუბღალავი, მაგრამ ამავდროულად მყიფე მსხვრევადი. მაგრამ თვითკომპლიმენტსაც რა უჭირს. :) ქალბატონო ნინო, ბროლის თითები ამ შემთხვევაში როგორც სუფთა,გამჭვირვალე, შეუბღალავი, მაგრამ ამავდროულად მყიფე მსხვრევადი. მაგრამ თვითკომპლიმენტსაც რა უჭირს. :)
6. ემოციური პოეზია გყვარებია, ნიკი. ქალბატონი ნინოს კომენტარი მაინტერესებდა და იმიტომ დავდე ეს ძველი ლექსი. ემოციური პოეზია გყვარებია, ნიკი. ქალბატონი ნინოს კომენტარი მაინტერესებდა და იმიტომ დავდე ეს ძველი ლექსი.
5. კარგია, ცუდი არ არის მაგრამ უკეთესებიც წამიკითხავს ნინა გორდაძესთან კარგია, ცუდი არ არის მაგრამ უკეთესებიც წამიკითხავს ნინა გორდაძესთან
4. ვიცი, სხვა დროა და რაღაც დაიკარგა - ეს მომეწონა. გამახსენდა ორი საუკუნის წინანდელი- ნიკოლოზ ბარათაშვილის ,, ღამე ყაბახზედ” :
,,- ახლა სხვა დროა, ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ” - ,, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები ვერ მამიშლიან თავსა თქვენსა და ვერც დროები”.
,, ამ ჩემს ბროლის თითებს” - ასეთი თვითკომპლიმენტი?! ... აბა, სცადეთ რაიმე კონკრეტული ეპითეტით შეცვალოთ, პირობით მაგალითებს დავყრი: რომანტიკულ - სიმბოლისტური: მთრთოლავ თითებს, ჩემს ფერმკრთალ თითებს, ჩემს შემკრთალ თითებს. მოდერნისტული: თითებს - მოვარდნილ წარღვნით ფესვიანად მოგლეჯილ ალვებს, ადიდებული მდინარე თავქვე რომ მიაქანებს, თითები, როგორც გრძელი მითები. ჩემი თითები , რომლის წვერებიც ჩემს ხელისგულზე ათასი ხაზით გამოსახულ ბედისწერას, რაც შეიძლება, შორს გაურბიან. ირონიულ-პაროდიული: ჩემი თითები - გასასაღებლად დაწყობილი წვრილი მორები. ჩემი თითები - მოუვლელი, ძველი სათბურის სტაფილოები - გრძელი, უფერო, უმზეური რეალისტურ- ნატურალისტური: ჩემი თითები, მთელ სამყაროს რითაც ვეხები, ვეხები ფრთხილად, რომ შევიგრძნო ირგვლივ საგნები, სიტკბო- სიმწარეს ვიდრე გავუგებ, და აშ
ვიცი, სხვა დროა და რაღაც დაიკარგა - ეს მომეწონა. გამახსენდა ორი საუკუნის წინანდელი- ნიკოლოზ ბარათაშვილის ,, ღამე ყაბახზედ” :
,,- ახლა სხვა დროა, ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ” - ,, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები ვერ მამიშლიან თავსა თქვენსა და ვერც დროები”.
,, ამ ჩემს ბროლის თითებს” - ასეთი თვითკომპლიმენტი?! ... აბა, სცადეთ რაიმე კონკრეტული ეპითეტით შეცვალოთ, პირობით მაგალითებს დავყრი: რომანტიკულ - სიმბოლისტური: მთრთოლავ თითებს, ჩემს ფერმკრთალ თითებს, ჩემს შემკრთალ თითებს. მოდერნისტული: თითებს - მოვარდნილ წარღვნით ფესვიანად მოგლეჯილ ალვებს, ადიდებული მდინარე თავქვე რომ მიაქანებს, თითები, როგორც გრძელი მითები. ჩემი თითები , რომლის წვერებიც ჩემს ხელისგულზე ათასი ხაზით გამოსახულ ბედისწერას, რაც შეიძლება, შორს გაურბიან. ირონიულ-პაროდიული: ჩემი თითები - გასასაღებლად დაწყობილი წვრილი მორები. ჩემი თითები - მოუვლელი, ძველი სათბურის სტაფილოები - გრძელი, უფერო, უმზეური რეალისტურ- ნატურალისტური: ჩემი თითები, მთელ სამყაროს რითაც ვეხები, ვეხები ფრთხილად, რომ შევიგრძნო ირგვლივ საგნები, სიტკბო- სიმწარეს ვიდრე გავუგებ, და აშ
2. 5
ჟღერადი და თბილია. 5
ჟღერადი და თბილია.
1. მგრძნობიარე ჭინჭარივით მსუსხავია. მგრძნობიარე ჭინჭარივით მსუსხავია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|