ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2019


უსათაურო

რა იქნებოდა მაპატიებდე
ამ მოულოდნელ გამოღვიძებას, -
ამ არდაგეგმილ,
არასაჭირო,
სტიქიურ უბედურებას-
უნარს მიყვარდეს.
მაპატიე,
რომ სრულ ძილამდე
დარჩენილ ნაბიჯს ვეღარ მივენდე.
რომ არ დავხუჭე უმალ თვალები, 
არ დავიკრიფე  გულზე ხელი,
არ შევიბრუნე უმი ძილი,
დუნე სიზმარი.
რომ ამის ნაცლად წყალს მივაშურე...
წყალმა კი ყველა ცრემლიანი
„ღმერთო, არ მინდა!“
მორევივით დაატრიალა
და უმალვე თან გაიყოლა,
მაგრამ ერთ,
უბედურ,
უპერსპექტივო,
საცოდავ „მინდა“_ს ვერ მოერია...
მაპატიე,
რომ ეს გამოღვიძება
ენის ქვეშ დადებული წამალივით
ვერ გამოვიზოგე...
და თუმცა სითბო არსად იყო
ნათელს  მაინც მივენდე...
ის კი
მირაჟივით ხელმისაწვდომიც  არ გამოდგა,
არათუ სხივი, ან ანარეკლი...
თავო ჩემო,
რა იქნება მაპატიებდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები