ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2019


ლოგიკა

თუკი არასდროს გინახივარ,
ლოგიკურია ვერ გენახე მაშინ,
როცა მინდორს ვალამაზებდი.
როცა იგი
განა მიცავდა?
გვერდს მიმშვენებდა...

რადგან არსდროს გინახივარ,
ვერც იმას ნახავდი,
ფესვმოგლეჯილმა
როგორ ამოვყავი თავი
წყლიან ლარნაკში...

შენ კი არა და,
მინების მიღმა დარჩენილი
თუ შემავლებდა თვალს მზე,
ისიც,
მკაცრად განსაზღვრულ
კუთხით და დროით.
ჩამავალი  მიყურებდა
მთესველი დარდის...

შენ არ გინახავს,
ვერ მნახავდი,
როცა წყალს მიახლებდნენ,
უფრო დიდი ხნით გასაძლებად
შაქარნაზავებს...

ნეტავ გენახე,
როგორ მიჭირდა,
უკვე წყალდამშრალს
რომ შემამჩნიეს სხვა ესთეტიკა,
ესთეტიკა - ლამაზად ჭკნობის
და უწყლოდ დამტოვეს...

და რადგან აქამდე არასოდეს!
ჰერბარიუმშიც ვერასდროს მნახო - ლოგიკურია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები