ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2020


კორონისპირა

ახლაც,
როგორც ყოველთვის,
როცა სევდა მომეძალება,
მსურს ვწერო...
არ ვიცი ვისთვის როგორ,
ჩემთვის წერა თერაპიაა,
და მხოლოდ!
ხოლო, საჯაროდ ნაწერის გამოტანა,
ტყეში მარტო ბოდიალისას დაყვირებას ჰგავს,
აბა, სხვა რად უნდა მსურდეს ტყეში შესვლა თუ არ ვიყვირე?!
თორემ,
უჯრა უამრავი მომეპოვება...
სხვებისთვის კი,
ვინც ჩემს ნაწერს მზერას შეავლებს,
ის შესაძლოა „დისქავერზე“ ატვირთულ ფილმში,
ოკეანის სიღრმეებში აღმოჩენილ
ჯერ უსახელო თევზს,
თუ ცხოველს მოჰგავდეს...
ახლა  ისეთი დრო დაგვიდგა ადამიანებს,
მხოლოდ მე_ს არ უნდა ვნაღვლობდეთ,
განა ყოველთვის არ უნდა ყოფილიყო ასე?
მაგრამ დღეს მაინც განსაკუთრებით...
მე კი,
საკუთარი თავიდან
ერთი ნაბიჯით ვერგაცილებულს,
მიჭირს კონცენტრირება
და ღამით,
ღელისპირა სახლის ეზოში,
ხეზე მსხალივით მოკონწიალე
ნათურას ვგავარ,
ჩემი გონება კი,
ისევე ვერ იშორებს ფიქრებს
ამ ახალ განსაცდელზე,
როგორც სინათლე ღამის ფარვანას..
არადა, როგორ მინდოდა წერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები