ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: თარგმანი
1 სექტემბერი, 2021


შემოდგომაში შევიდა ყველა

შემოდგომაში შევიდა ყველა,
მე ერთადერთი შემოვრჩი მაისს,
ვყვირი,
თან თითქოს ხმამაღლა,
მაგრამ..
არ გესმის ჩემი...
არ გესმის მაინც.

სიცარიელე მოაწვა ქალაქს,
შემოდგომაში ჩაძირვას იწყებს.
მოწყენილობას ვეღარსად ვმალავ,
გესმის? -
შენთან ერთადაც  ვიწყენ.

ვინ ვის დაშორდა, -
ცოდნაც არ მინდა,
ეს ვერ იქნება ჩემთვის მთავარი.
მთავარია რომ ვინც კი წავიდა,
შემოდგომაში აქვს „გასავალი“.

ცეკვა მოსწყურდათ წასულებს, ვხედავ...
ნავი უნიჩბო ,- მე მაინც ვჯდები,
ისევ ტალღების აყოლას  ვბედავ,
მარტო ვარ, მარტო,
მე განა ვკვდები?!

- ჰე, თავისუფლად! - გესმოდეს ნეტავ,
მაგრამ არ გესმის, -
დამტოვე მარტო.
მაისს შემოვრჩი,
შემოვრჩი კენტად
და ამ მაისის არგასვლას  ვნატრობ.

შემოდგომაში შევიდა ყველა,
რატომ ვიკითხო: - ვინ ვინ დატოვა?
უნიჩბო ნავში ვზივარ და ვღელავ,
რადგან ვერ მიგებ,
ანუ, მარტო ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები