ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2022


ქალაქი

ჩემმა უფროსმა ჩანთა მაჩუქა,
ახატია ჩანთას ქალაქი.
მითხრა,
- დახლზე რომ დავინახე,
მიგამსგავსე,
მგონი მართლა შენა ხარ, -
ნათელი ცის ქვეშ უცხო  ქალაქი.
ერთმანეთზე მიწყობილი,
შესისხლხორცებული,
მშვიდი სახლებით.
საჩუქარზე მეტად კი,
მისი ნათქვამი გამიხარდა,
თან გამიკვირდა,
ასე ზუსტად როგორ მხედავდა?
ფერადს და ცივს,
უკარებას.
თუმცა გასაკვირი არაფერია,
პოეტი პაპის შვილიშვილი
ლექსს თუ არ წერს,
ხედვას და მგრძნობელობას
ვინ დაუკარგავს?!
ეს ლექსი კი
არც მასზე და არც ჩემზეა,
უფრო ცხადის ქალაქზე,
ყველას რომ ხედავს,
იღებს,
ატარებს,
იცის ქალაქმა,
გულში თუ დარდს ჩაიტოვებს
ჩამოიშლება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები