ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2022


ფონი - გაზაფხული, ცხრა მაისი

სიუჟეტს ვუყურებ, -
გზას ხარკოვამდე .
სამხედრო ტექნიკას,
"დადუღებულს".
სიტყვებს ვერც კი ვუსმენ...
ისე მტაცებს,
მთელ ჩემს ყურადღებას,
ფონი, -
გაზაფხული,
ცხრა მაისი,
აყვავილებული მდელო,
გადამწვანებული მოლი...

ვუბრუნდები პოსტებს,-
ბეგბედერის სიტყვებს აზიარებს ფეისმეგობარი:
თურმე გაჩენიდან გარდაცვალებამდე,
ცხოვრებაა მხოლოდ მუცლის გვრემა,
სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მიზეზით...
იქვე კომენტარი
სხვა ფეისმეგობრის:
"კიდევ კარგი, ჩემო,
არის სხვა სცენარიც"...

როგორი სიმშვიდით,
თითქოს მაღლა დადგა,
მეც გამაღიმა და სხვებიც.
მაგრამ ვერ ვუჯერებ,
რადგან  შესაძლოა სურდეს,
რადგან შეუძლია სურდეს,
რა გასაკვირია სურდეს:
ვიღაცის წაგება,
ვიღაცის მოგება,
ვიღაცის სიკვდილი...

არასდროს მესმოდა
სამყაროს სიმშვიდის,
როცა არის ომი,
როცა კვდება ბავშვი,
როცა მიწისქვეშა,
უწყლო სარდაფებში,
სულერთია უკვე,
ტყვიით,
უწამლობით
თუ შიმშილით კვდები...

სიტყვა "მეგობარი" უნდა გავასამო ,
სულ მეუბნებოდა ჩემი,
ნუღარ ართულებო,
ჰოდა გავახარებ.
- თავი დავანებე გართულებებს,
წყალი არ გაუვა,
ცხოვრებაა დარდი,
მაგრამ დავიღალე
და ვიქცევი ისე,
როგორც  ყვავილედი,
ქარი რომ წაიღებს
დამწვარ ტანკებამდე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები