ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ნოემბერი, 2022


☆☆☆

სარეცხივით გამოვკიდებ ხოლმე
ჩემ ძველ,
გოიმურ ტექსტებს,
მერე დავუვლი და ავკრეფ.
ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი,
ტექსტები უფრო გოიმურია,
თუ ჩემი ქმედება?!
მე მეორისკენ უფრო ვიხრები,
სწორედ ამიტომ,
ახლების გამოსაფენად თავს ვერ ვიმეტებ.
"ხელის ჩაქნევა" კი
მუდამ ახლდა მათ,
ეგ ვიღას უკვირს
მაგრამ,
ბოლო დროს შეეპარა ბილწი სიტყვები.
იმ ავადმყოფივით ვარ ,
საკუთარ ტკივილს ხმას
რომ ამოაყოლებს.
განა შველის მას წარა-მარა "ვაი"-ს ძახილი?
ამით ხომ მხოლოდ ენერგიას ხარჯავს?! -
იტყვის მავანი
და მართალიცაა,
დაუდასტურებს შეღონებული
ოჯახის წევრი გვერდით ოთახში.
მაგრამ  სამყაროს
იქნებ ასეღა ეხმიანება,
ცოცხალი ვარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები