ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2023


*** და(ი)კოს

მეზობელ ნაკვეთზე მიწა გაჭრეს.
სიღრმე მეცოტავა,-
დარდებს ნაჩვევს.
ნეტავ,
სადაც ჩემი პატარა წევს,
ვისაც დედამიწა მშვიდად არწევს,
უგზოობის,
უდროობის ვნებით,
ტემპით,
აკვნისაზე უფრო ნელით,
სივიწროვის გამო მომეჩვენა,
თუ ტკივილის გამო -
უფრო ბნელი?

მკვდარი თუ ვიყავი,
ვერც მე ვგრძნობდი,
მანამ არ მომესმა, - მშვიდი ტონი,
იმედიანი  და თავნაჯერი
ძახილი:
- ლაზარე, ადექ!
ადექ და გამოდი!

ვიდრე არ ვიყვირე:
- აღარ მინდა
სხვისი,
სუნთქვა დამიბრუნეთ ჩემი,
ისევ ვაპროტესტე "ხელის ბანა",
მაგრამ...
მაგრამ ვის ესმოდა ჩემი?!

სადაა,
ვის სახელს ვიფიცებდი?
რატომ დუმს?
იქნებ მეძახის კიდეც,
მაგრამ...
ისევ:
-ბარაბა! ბარაბა! -
ბრბომ
ვერ დაიოკა კრინტი...

...დაკო,
ვერაფერში გავრკვეულვარ,
რაშიც მარწმუნებენ,
ეჭვით ვიკლებ,
ლამის არაფრის შემომრჩა რწმენა,
რადგან სიყვარულზეც ხელი მიკრეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები