ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: საბავშვო
10 ივლისი, 2023


რეზის

სახლში გვიან დაბრუნებულ
პაწაწინა რეზოს,
სავსე დახვდა მეზობლებით
კორპუსის წინ ეზო.

მოვიწყინეთ ძალიანო,
ირბინეო ჩქარა,
იყვირე და იხტუნავე,
ვიდრე შუქი ჩაქრა.

უკვე ისე მივეჩვიეთ
თქვენი სახლის ხმაურს,
თუ შენ არ ხარ, ბებოსაგან
ვითხოვთ აურზაურს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები