ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: საბავშვო
15 ივლისი, 2023


ცისარტყელა

"მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა"
სივრცე მოინადირა,
შემოიჭრა, სანათს მოხვდა,
ფერები დაადინა.

-ასე ნუ ართულებ, ბებო,
და მოყევი მარტივად:
რომ არავინ აატირა
და არც გული ატკინა,

ცისარტყელა ჩემს ოთახში
თავის ნებით მოვიდა,
მე კი ისე გამიხარდა,
რომ შეხება მომინდა.

ავხტი მაგრამ ვერ შევძელი
მისი ხელში დაჭერა,
თუმცა თავად ცისარტყელა
კი ყოფილა დამჯერი.

საყვედური უნდა გითხრა
კადრში რომ დაიჭირე,
ეწყინა და მალე გაქრა,
დავჯექი და ვიტირე.

იხ. ილუსტრაცია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები