ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2023


მჭირდები

რა ძალა მე მაქვს?!
მაგრამ
საკუთარ თავს,
მაინც საშიშ თამაშს ვეთამაშები...
მინიმალურ შესაძლებლობას ვზომავ,-
საჭიროების ჯაჭვის მხოლოდ ერთ რგოლს ვწყვეტ,-
სამსახურს ვტოვებ.
სამსახურს,
სადაც სიტყვამ "მჭირდები"
მიმიყვანა.
სადაც,
არც ველოდი,
სიყვარული ისე უხვად  აღმოვაჩინე.
ამით იმას კი არ ვამბობ რომ ვუყვარდი ყველას?
მე მიყვარდა!
ეს  საკმარისი პირობაა არსებობისთვის,
თუმცა არასაკმარისი ყოფნისთვის.

კი, მე მე ვიყავი,
მაგრამ რუტინაში ისე  გაზავებული,
თავს ვეღარ ვპოულობდი
და ვეკითხებოდი,-
ნუთუ ესაა რაც გსურდა?
თავდაკარგული,
თუ თავსაპოვნელი
ეს შვიდი წელი ხომ 
სწორედ "მჭირდებამ" გაგაძლებინა?
თუმც გასაძლები არა იყო რა...

ვინც კი მიმიხვდა,
რომ ეს სიტყვა ისე მჭირდება,
რომ მაძლებინებს როცა მიჭირს,
ისევ "მჭირდები" შემომაშველა.
...და როგორც იქნა მივხვდი,
ამ სიტყვის როგორ ტყვეობაში ვარ,
თქმით,
თუ უთქმელად,
ვისთანაც ვარ,
დღესაც რომ ვარ,
რომ ვარ საერთოდ,
"მჭირდებით" ვარ  გამაგრებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები