ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2023


მირაჟი. კაუბოი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მირაჟი. კაუბოი

გზად კაუბოი შემეყარა,  მართალი და სიტყვალაღი:
- შენს ჯოგში  არ შეგერიოს - ხარი - სხვისი დანადაღი!

გზად კაუბოი შემეყარა,
ცხენს მოჰყავდა,  განა  მძაღ ვირს:
“ვიდრე პირით რამეს ისვრი, დაიტენე ტვინი საღი!”

გზად კაუბოი შემეყარა,  მოიქნევდა ლაზოს ლაღი -
“თავზე  ბრიყვი რომ დაგესხას,  ახლო გედოს იარაღი!”

გზად კაუბოი შემეყარა,
მოზიდავდა ცხენის აღვირს…
“კაცს სჭირდება სიტყვებიო,
რომლისთვისაც ცხოვრება ღირს!”

გზად კაუბოი შემეყარა…ცხენს მიჰქონდა ადრე საღი,
გულს ისარი მოუჩანდა…დამეზნიქა ზეცის თაღი.
მომენატრა, გამახსენდა მშობლიური იალაღი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები