ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2023


ბრაზი

ბრაზი, -
ხან როგორი სასურველი
და სასარგებლოა,
განსაკუთრებით,
როცა საკუთარ თავზე აპროექცირებ.
სხვებზე გავბრაზდი.
იოლია,
ლექსი მივუძღვენი.
უბრალო არ გამოდგა ეს ბრაზი,
ბუმერანგივით მომიბრუნდა.

სარკე მიმიქარავს,
სარკე რაა?
მოგშტერებია
და მხოლოდ გამოსახულებას კოპირებს.

ეს კი,
პატარა მდინარედ გადაიქცა,
ირეკლავს ჩემს სახეს, -
მიაქვს,
ირეკლავს, - მიაქვს.

თან არ ჩუმდება,
საკუთარ თავზე მომიცვიო
მოგიხდებაო, -
ამ წინადადებას მიმეორებს,
მიარაკრაკებს,
კვლავ მიმეორებს.
არ მეშვება.

არც ტყუის, -
როცა სხვას ერთგულებას უწუნებ,
იგივე არ უნდა გაიმეოროო,
თუ იმეორებ,
რატომ ბრაზდებიო?
ლოგიკურია.
ჰოდა,
ვარჩიე  ვიყო ისევ სხვებზე გაბრაზებული,
აღარსად მივდივარ,
ვრჩები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები