რა მღვრიე ცაა! ძირს ვეშვები ქანცმილეული და პირქარებით დასერილი თეთრი სხეული შენამდე მომაქვს, შორეთიდან მარტო ვბრუნდები, ჩამოვიტოვე სხვა წეროთა ბასრი გუნდები, გამოვიარე განსაცდელი აუწერელი, მომაქანებდა კოშკისაკენ წერა- მწერელი და მეხვეოდა ცივი ცეცხლის ენა ცისფერი. მაინც ვიწევდი წინ და უკან ალი მრჩებოდა, მელანდებოდა მოლაპლაპე კოშკის გუმბათი, გუმბათი, სადაც უკვდავების წყარო დინდება, და მომიხმობდა საბოლოო ჟამი ნეტარი, ჟამი,როდესაც ბორიალობ ნაამბორალი, ბოდავ და სიტყვებს ვერ ათავებ, ლოცვა გინდება, ლოცვა გინდება ამართული კოშკის წინაშე: -აქ ვარ,შენი ვარ. გესმის ჩემი გულის ფრიალი? მხედავ უფალო? ამარიდე, უფალო,სენი! ო,დამეხსენი, უნდობლობავ, ვერ მომერიო, ვერ შემაშინო, გინდ მისიო ამქარი შენი! ირევა დარი, ცა ფერნაკლი ტორტმანებს ისე, გრიალებს ისე, ჩამოქცევა ალბათ ინება, კიდევ წამიც და… ჰა, გუმბათი! …და სისხლმდინარე ვეცემი წყაროს და გადამარჩენს თეთრ სხეულზე ბლანტი დინება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
8. საინტერესო ლექსია, სიტყვათა წყობით და შინაარსობრივადაც.
საინტერესო ლექსია, სიტყვათა წყობით და შინაარსობრივადაც.
7. ამ მშვენიერ ლექსს აქვს საოცარი რიტმი! ძალიან მუსიკალურია! ამ მშვენიერ ლექსს აქვს საოცარი რიტმი! ძალიან მუსიკალურია!
6. ცა ფერნაკლი ტორტმანებს ისე, გრიალებს ისე, ჩამოქცევა ალბათ ინება, კიდევ წამიც და… ჰა, გუმბათი! …და სისხლმდინარე ვეცემი წყაროს და გადამარჩენს თეთრ სხეულზე ბლანტი დინება.
ჰო...უნდობლობა საშინელი გრძნობაა :) თითქმის ეჭვის ტოლფასი :) ცა ფერნაკლი ტორტმანებს ისე, გრიალებს ისე, ჩამოქცევა ალბათ ინება, კიდევ წამიც და… ჰა, გუმბათი! …და სისხლმდინარე ვეცემი წყაროს და გადამარჩენს თეთრ სხეულზე ბლანტი დინება.
ჰო...უნდობლობა საშინელი გრძნობაა :) თითქმის ეჭვის ტოლფასი :)
5. ეს ალბათ ძველი ლექსია არა? ეს ალბათ ძველი ლექსია არა?
4. არ მომეწონა, ზემოთ ხსენებული ნაწარმოები არ მომეწონა, ზემოთ ხსენებული ნაწარმოები
2. ერთიამოსუნთქვით წავიკითხე. ერთიამოსუნთქვით წავიკითხე.
1. ემოციური ლექსია მომეწონა.. :) ++ ემოციური ლექსია მომეწონა.. :) ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|