ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2013


ეს ზამთარი

ამ ზამთარმა მომიტანა სევდა
და სიცივემ დამიკარგა ფერი,
დამიძახე, ანდა მოდი ჩემთან,
ამიჩქარე გულისცემა ნელი.
მალე ციდან ჩამოცვივა ფიფქიც,
ქალაქს თავზე გადააფენს ბადეს,
მაგრამ ვცადოთ, სიყვარული იქნებ
სიცივეშიც მხოლოდ სითბოს ბადებს.
ეს ჭრილობა ეკლიანი დარდის
მომირჩინე, გამიღრმავდა ვიდრე,
ეს ზამთარი (მოსჩანს მძიმე კადრი)
მე უშენოდ ყულფში გამომკიდებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები