ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2014


შეგიძლია არაფერი თქვა

თუ გიმძიმს, მაშინ ნუ იტყვი სიტყვას,
შენ შეგიძლია არაფერი თქვა,
თუ არ გექნება ამის სურვილი,
მე მოგანიჭე თავისუფლება.
ანდა, რა საჭიროა სიტყვები, როცა
სიტყვებით მაინც ვერას მიშველი,
ცას მიაწვდინო თუნდაც ყვირილით
ჩემი ტკივილი,
ნურც მანუგეშებ,
რადგან თვალები...
შენი თვალები...
მაინც ამბობენ: "ჩემი საბრალო"
მერე კი ფიქრობ, რომ ზოგიერთისთვის
უსამართლოა მთელი სამყარო.
არაფერი თქვა, აკი გითხარი,
შენ დამუნჯებაც შეგიძლია,
თუ გიმძიმს სიტყვა.
რა მოხდა მერე,
მეც ხომ მუნჯივით გავცქერი ალვას,
ჩემი ფანჯრის წინ რომ ჩაკირულა,
ფესვებით,
თუმცა მაინც ახერხებს იცეკვოს ქართან,
რტოთა გადახრით,
გაზაფხულიდან შემოდგომამდე__
"ვენური ვალსი", ნაზი ტაატით,
მელოდიასაც უსიტყვოდ ვუსმენ,
ფოთოლთ შრიალის,
ზამთარში კი დახურულ სარკმელს,
ვერავინ მოსთხოვს,
რომ ჩაწვდეს სათქმელს.
თუმცა ვხედავ,
ლამის თავი დაკარგოს ალვამ,
როცა ასრულებს ის "პასადობლეს".









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები