ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2014


მარკი წამდაუწუმ ამას მეკითხება: რაზე ფიქრობთ?

ახლა როგორა ვარ?
ძალზე ამღვრეული,
როგორც წვიმის შემდეგ,
მთიდან მომდინარე,
წყალი კიარადა,
შავი ქვა და ღორღი.
გგონია, რომ
წვიმა მოვარდნილა, თქეში
და იმიტომ?
გგონია, რომ
მალე გადაიღებს?
არა, გეუბნები:
ჩემთვის "არასოდეს გამოიდარებს"
და აღარც "მზე ამოვა",
ვეღარც ვერასოდეს ვნახავ,
"შვიდფერ ცისარტყელას",
წვიმის რკალისებურ მზისსხივებისმზიდეს...

სწორედ ექვს დღეს ვწერე,
მაგრამ მეშვიდესაც არა შეიცვალა, ჰოდა...

ჩემი გადამრჩენი?_მხოლოდ ჩემი ღმერთი,
ღმერთო, გადმომხედე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები