ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2014


მე სიყვარული მეწვია მშვიდი

მე სიყვარული მეწვია მშვიდი,
ვერ მოგიყვებით ლამაზ არაკებს,
სიგიჟე როცა კეთილშობილობს,
ამაზე ვერას ვილაპარაკებ.
კეთილშობილი სიგიჟე ალბათ
ფეხის ასაცდენს მისდევს ქარაფებს,
მაგ სიყვარულზე, აუცილებლად,
სხვა ცხოვრებაში ვილაპარაკებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები