ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2014


დედა

დედა-სითბო,
ნაზი დედა,
ეს არ არის ჩემი დედა.
დედა-ცრემლი,
დედა-სევდა,
დედა ხშირად ამბობს "ნეტას".
დედა- მარტო,
გული ფეთქავს,
დედა მამობასაც ბედავს.
დედა ითმენს,
ხანაც-ვერ და
მხოლოდ სიჯიუტის სჯერა.
იმედიც აქვს,
დიდი რწმენაც,
მომავალსაც თუ ვერ ხედავს,
მხოლოდ ღმერთით სუნთქვას ბედავს,
ასეთია ჩემი დედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები