ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2014


გაზაფხულია, ტირიფო!

გაზაფხულია, ტირიფო, ხედავ?
ყველა გარშემო სიხარულს ბედავს,
შენ რატომ ტირი საბრალო ნეტავ,
მზე ხომ ყველასთვის თანაბრად ფეთქავს.

აბა, შეხედე გულზვიად ჭადარს,
არ უშინდება წვიმას და ავდარს,
ყლორტებს ამოყრის სიმწვანით სადარს,
შენ კი მწვანესაც პოულობ სადას.

სხვებს რომ სიმაღლით ვერ უტოლდები,
ტირიფო, იქნებ ცას ებუტები?
მიტომ შრიალებ სევდის ნოტებით
და დაგიხრია დაბლა ტოტები.

უფრო გალაღდი, ლამაზო, ხედავ?
ტიტაც კი თავის აწევას ბედავს,
ყველა იმედის ზარებსა რეკავს,
გაზაფხულია, ტირიფო, ხედავ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები