ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2014


თუ მდინარე ხარ!

თუ მდინარე ხარ,
მაშინ მორჩილად მისდევ კალაპოტს,
თუ არ დაგატყდა თავზე წვიმები_გასაჭირები.
მაშინ იცოცხლე ახმაურდები, გადიდგულდები,
გადაიტან...
და დაიწმინდები.
მერე ივიწყებ, როგორც ცუდ სიზმარს,
გამთენიისას ღრუბლებს უყვები.
მაგრამ მონაკვეთს,
როცა ვარდნაა თავისუფალი,
წყლისვე შხეფების ფოიერვერკით
და ცისარტყელის შარავანდედით
ვერ დაივიწყებ,
რადგან,
ამ მონაკვეთში ხარ ბედნიერი.
უკუნეთშიც კი, როცა თვალს ემალები,
მაინც ხმაურობ,
უფრო მეტადაც ვიდრე ნათელში...

ამას ნამდვილად ვერ დაივიწყებ
და გამუდმებით დაუბრუნდები,
მაგრამ აწი მხოლოდ ფიქრებით
_გაზაფხულის თბილი წვიმებით...
მანამდე, ვიდრე ოკეანეში აითქვიფები...
თუ მდინარე ხარ, ასე იქნები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები