ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2014


ზღვა ხარ! (მარის)

შენ ზღვა ხარ,
მოქცეული კონტინენტის ვიწრო ყურეში,
არა მკვდარი,
არა შავი,
არა წითელი.
არც ჩრდილოეთის ყინულოვანს არ ერიცხები.
არც მშვიდი ხარ და როცა მზეს ეფიცხები,
ნუ დაიფიცებ,
რომ არასოდეს აღელდები იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე,
რადგან არავინ იცის მომავალი ვის რას უქადის...
შენ ზღვა ხარ,
მაგრამ ძლიერ გზღუდავს ეგ ვიწრო ყურე
და ხშირად ფიქრობ:
რა იქნებოდა ყოფილიყავ ოკეანის ვრცელი ნაწილი,
გაშლილ ნაპირთან დროჟამამდე წნარად მცურავი,
რომ როცა გული აგევსება სევდა-ნაღველით,
შეგეძლოს ხმელეთს დაუბრუნო ტალღა_ცუნამი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები