დგახარ ეულად და გულთან ხელებს ითბობ, თბილად რომ შეეხო ამ ჩემ ბროლის თითებს, ცდილობ მაგრძნობინო შენი გულის სითბო, იმედს გაგიცრუებ... ალბათ მაპატიებ... რადგან ხვდები, რომ მე მისი ერთგული ვარ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ჩემი თავის... ჩემთვის გაცივდება ვიცი ეგ ხელები, ვიცი, გულის სითბოს სულ ვერ შემინახავ... მე კი იმედს მაინც დიდხანს გავიყოლებ, რომ არ დამივიწყებ... ჰოდა, მერე იქნებ, ვიდრე საბოლოო ქარი წაგიღებდეს, სწორედ მაშინ მოწვდე ჩემი სახლის კიდეს. თუნდაც იქ არ დაგხვდე, იქნებ მე შენამდე, თვითონვე ავუყვე მზემდე წამომართულ თეთრი ღრუბლის კიბეს... ვიცი, სხვა დროა და რაღაც დაიკარგა, მაგრამ მაინც, იქნებ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გმადლობთ ხალხნო, რომ სტუმრობთ ხოლმე ჩემს "სიმარტივეს" გმადლობთ ხალხნო, რომ სტუმრობთ ხოლმე ჩემს "სიმარტივეს"
5. ავტორი: ნინა გორდაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 17 მაისი, 2014 მომეწონა :* ავტორი: ნინა გორდაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 17 მაისი, 2014 მომეწონა :*
4. ავტორი: ნინა გორდაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: ნინა გორდაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
2. "შენ რომ გიხსენებ, ცხოვრებიდან მივალ იმედით, რომ თუნდაც კვამლი იმ კოცონისა, რომელიც უკვალოდ დამწვავს, შენი სახლისკენ გაიწელება..." ნიძიო.
ამის "პასუხის" ერთერთი ვარიაციაა. მიყვარს ეს ტანკა და წინა ლექსიც ამის გამო დავწერე. კიდევ ჩანახატიც მაქვს "პატივმისაგებად". მოკლედ გადავეკიდე, მარა ეგეც, ათი წელი იქნება ჩემს გულში ადგილს იკავებს. :))) "შენ რომ გიხსენებ, ცხოვრებიდან მივალ იმედით, რომ თუნდაც კვამლი იმ კოცონისა, რომელიც უკვალოდ დამწვავს, შენი სახლისკენ გაიწელება..." ნიძიო.
ამის "პასუხის" ერთერთი ვარიაციაა. მიყვარს ეს ტანკა და წინა ლექსიც ამის გამო დავწერე. კიდევ ჩანახატიც მაქვს "პატივმისაგებად". მოკლედ გადავეკიდე, მარა ეგეც, ათი წელი იქნება ჩემს გულში ადგილს იკავებს. :)))
1. ორჯერ წავიკითხე და მაინც ვერ გავიგე ნინო. ალბათ , არ უნდა გამეგო წარმატებები ორჯერ წავიკითხე და მაინც ვერ გავიგე ნინო. ალბათ , არ უნდა გამეგო წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|