ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2014


***ჯერარდასრულებული წიგნის მოლოდინში

სად შენ და სად ფიქრი შენზე?!
მაგრამ ფიქრმაც "ამიყვანა"
და მამყოფებს სიგიჟეში.
ახლა ნეტავ რას ხატავენ უდაბნოში მირაჟები?
ნუთუ იმას რასაც უწინ?
როდის ვნახავ, ან ვნახავ კი?
ღმერთმა უწყის...

საჰარაში, თვალუწვდენელ სიყვითლეში,
მზის ამბორით გარუჯული შენი მხრები
და ბორცვები,
ქვიშის ზღვას რომ გვაგონებდნენ.
წარმოსახვა
ამ ქალაქის ჩემს ქუჩაზე--
მირაჟივით წარმავალი ფრაგმენტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები