| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პროზა 12 ივლისი, 2014 |
„მარშუტკა“ მალე ივსება. ოზურგეთიდან ჩემს სოფლამდე მისვლას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. მძღოლს 50 ლარიანს ვაწოდებ. -ოჰ, შენ ჩაგიბარებია თხილი! სა მაქ ახლა მაგის ხურდა... - შეიცხადებს მძღოლი. -ბოდიში, თბილისიდან მოვდივარ და დამავიწყდა დახურდავება. - ვპასუხობ შეწუხებული. -კაი, ბენზინკალონკასთან გავაჩერებ და დავახურდავებ. ერთმანეთს ცვლიან ხეები, ღობეები, ოდები და ნალიები, ჩაის პლანტაციები (ისინი, რომლებიც გადაურჩნენ გაჩეხვას და თავიანთი ადგილის თხილის ხეებისთვის დათმობას). გულისცემა მიხშირდება. ბავშვობიდან, ყოველთვის ეს გრძნობა მეუფლება ამ პეიზაჟის დანახვაზე: რომ მხოლოდ აქ არის ყველაფერი ყველაზე ნამდვილი. მძღოლს კი მგზავრები უჯანყდებიან. - რა ნელა დადიხარ, ჩვენ მოცლილები კი არ ვართ, ათასი საქმე გვაქ სახლში! - ნელა სიარული არ ჯობია შვა ზალაში დაწოლას? - არ ეპუება მგზავრებს მძღოლი. - ნუ გვწყევლი ერთი, შენი ჭირიმე. - რაის წყევლა, ზინა, პირიქით, ვზრუნავ ჩემს მგზავრებზე. მძღოლის უკან მჯდომი ბიჭიც ვერ უძლებს გურული იუმორის შემოტევას და სიტყვაში გამოდის: - ისე, რა ჯობია შვა ზალაში რომ ხარ გაჭიმული და მთელი საახლობლო რომ გადგას თავზე, ცივ ნიავს არ გაკარებენ! - გაჩერდით ერთი, რაცხა კაი თქვით, რაის ზალაში წოლა აგიტყდათ კაცო! - შეწუხებული ზინას ხმა წუთით ყველას აჩუმებს. შემდეგ იწყებენ საუბარს ამინდზე, ყანაზე, ნადზე, თხილზე, და სხვა აქტუალურ თემებზე. ჩემს მიმართ რომ არ გამოიჩინონ ყურადღება, ისე როგორ იქნება. „კაია, რომ ჩამოი... ხომ რჩები ერხანს? რაფერ გეიხარებს ბებიაშენი...“ ... წიფელს ჩვენში წიფელას ეძახიან. ჩვენი წიფელა ძალიან დიდი ხნისაა. "რაც თავი მახსოვს, ეს წიფელა სულ დგას აქ." - ეს ფრაზა ბებიაჩემამდე კიდევ არაერთ წინაპარს უთქვამს. სახლთან არც ისე ახლოსაა წიფელა. სახლის უკან დიდი ყანაა, ყანის მერე პატარა სათხილე. იმ სათხილის უკან ღელეა, ღელეს რომ გადახვალ, იქ დგას ჩვენი უზარმაზარი წიფელა. სოფელში სულ რამდენიმე დღით რომ ვიყო ჩამოსული, ერთხელ მაინც მოვინახულებ. მის ძირში თითქოს დრო ჩერდება. ღრმად და ფართოდ გაუდგამს ფესვები, ამ ფესვებზე ჩამოვჯდები ხოლმე და შემიძლია ბევრი ვიფიქრო ან უბრალოდ დავისვენო, ფიქრებისგან და ყველაფრისგან. ... გურული ბიჭი ცხენზე ამხედრებულა, ოღონდ რაინდობაზე კი არ დებს თავს, უბრალოდ, საქმეს სჭირდება ასე. თუმცა მე კი ვამსგავსებ ხოლმე რაინდს ხანდახან. სპორტდარბაზში სიარული არ სჭირდება, ისედაც ბევრი მუშაობა უწევს ფიზიკურად. შედეგად ჭადი და ლობიო არ აკლდება მრავალსულიან ოჯახს, მისი სხეული კი ჯანმრთელი და დაკუნთულია. ვეუბნები, რომ ოთხი დღით ვარ ჩამოსული, ის კი მსაყვედურობს: „სულ აღარ გინდა შენ სოფელი.“ მერე კი, თითქოს თავის თავს ეკამათებაო, ამატებს: „მარა ისე აქაურობა რა საყვარელია, ვერ გაერთობა ადამიანი“... მას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოჯდეს წიფელას ფესვებზე და არც კი იცის, რა ბედნიერია... ან იქნებ იცის, მაგრამ არ იმჩნევს... ... ბებია თავისი ახალგაზრდობის დროინდელ სურათს მაჩვენებს, დაქალებთან ერთად გადაღებულს. სურათს უკან აწერია: „როცა მოვკვდე და არ ვიყო, და გადვიქცე მიწის ფერფლად, მაშინ ამით მომიგონე, რომ ვსწავლობდით კლასში ერთად.“ ... ბებია 24 წლის იყო, ბაბუა მასზე 9 წლით უფროსი. ომიდან რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო ბაბუა, ერთმანეთს რომ შეახვედრეს. ჩუმად იჯდა ბებია. არც იცოდა, რა უნდა ეთქვა ასეთ დროს. -აბა რას იტყვი, თანახმა ხარ? - ჰკითხა ბიძამისმა. მაინც ვერ იღებდა ხმას. -დუმილი „კი“-ს ნიშანია. - თქვა ბაბუამ და იმ წუთში გადაწყდა ყველაფერი. უსინათლო დედამთილს, „თავმონაწიერ“ ოთხ შვილს და მთელს ოჯახს მარტო უვლიდა. “ჩაის ფურცლით გავზარდე ბაღნები, უმაღლესიც მაგით დავამთავრებიე. სულ ვშრომობდით, ჭადიც გვქონდა კარგათ.” ახლაც მარტო უვლის თავსაც და ცარიელ სახლსაც. ... სტალინზე სტატიას ვწერ. ამიტომ მაინტერესებს ძველი თაობის ადამიანების აზრი „დიდ ბელადზე“. - ბებია, როგორი კაცი იყო სტალინი? - რა ვიცი, ჭკვიანი კაცი იყო, განათლებული. ისე ახლა არ მოწონარიენ მგონია სტალინი, და საშიში ხომ არაა, ბებია, ამას რომ ვამბობ, ხომ არ დაგიჭერენ? მე რომ არ დამიჭირონ, იმის ეშინია, თორემ თავის თავს რას დაეძებს. მეცინება და ვამშვიდებ: „ნუ გეშინია, ბებია, ახლა სხვა დროა, სტალინის დრო ხომ არაა...“ ... ჩემი ხე კი დგას, ამაყი და ბრძენი მოხუცივით. მას არ ეხება მსოფლიოს კატაკლიზმები, არც ომები, შიმშილობა და ავადმყოფობა, მილიონობით ადამიანს რომ იწირავს. არც საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, არც ვინმე მდიდარი მორწმუნე, ერთ წირვას რომ არ ტოვებს და მშიერ ბავშვს გულგრილად ჩაუვლის გვერდით. არც მის ფესვებზე ჩამომჯდარი მე, ჩემი საშინელი არაპრაგმატულობით. მოკლედ, სულ ტოტებზე ჰკიდია წიფელას ყველაფერი, ფართოდ გაშლილ ტოტებზე, მთელს სათხილეს ზემოდან რომ გადმოჰყურებენ. თავისთვის დგას წიფელა, უშფოთველი, საოცრად მაღალი და დიადი. ... - კალანდას ხომ ჩამოხვალ, ბებია? - მეკითხება. თან პირჯვარს მწერს, გრძელ გზაზე ჩემს მშვიდობით მგზავრობას სთხოვს ღმერთს. -კალანდას შენ წაგიყვან თბილისში. -სა შემიძლია ბებია მე აწი თბილისში წამოსლა, ოთხმოცდამეცხრე წელიწადში ვარ. ... ავტობუსი ოზურგეთი - თბილისი. ისევ ცვლიან ერთმანეთს ჩაის პლანტაციები, ხეები, ღობეები, მთები, ოდები და ნალიები. ზუსტად ვიცი, კალანდას წელსაც ბებიასთან ერთად შევხვდები, ოღონდ ჩემს მწვანე გურიაში კი არა, თბილისში. მართალია ეს ბიჭი, სულ აღარ მინდა მე სოფელი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. მეც მომეწონა და ბავშვობა გამახსენა... ოღონდ ბებო ლანჩხუთის რაიონიდან მყავდა. 5555555555555 მეც მომეწონა და ბავშვობა გამახსენა... ოღონდ ბებო ლანჩხუთის რაიონიდან მყავდა. 5555555555555
21. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
20. როგორი თბილი ნაწერია, გულიდან ამოსული ფრაზებით, საოცრად ცოცხალი სახეებით. მთელს ნაწერს ერთი ფრაზით შევაფასებდი ,, სევდიანი სიმართლე". მომენატრა გურია, ჩემი დედულეთი, აუცილებლად ჩავალ ამ ზაფხულს და ჩემს ბიძა და ბიცოლას მოვეფერები. თურმე როგორ მომნატრებია ჩემი ნატანები. როგორი თბილი ნაწერია, გულიდან ამოსული ფრაზებით, საოცრად ცოცხალი სახეებით. მთელს ნაწერს ერთი ფრაზით შევაფასებდი ,, სევდიანი სიმართლე". მომენატრა გურია, ჩემი დედულეთი, აუცილებლად ჩავალ ამ ზაფხულს და ჩემს ბიძა და ბიცოლას მოვეფერები. თურმე როგორ მომნატრებია ჩემი ნატანები.
19. ჰო, ბებია ყველა ტკბილია. ახლაც თბილისშია ჩემი ბებო, მოახერხა ჩამოსვლა (ჩამოვიყვანეთ). :) შენც გაიხარე მიშა. :) ჰო, ბებია ყველა ტკბილია. ახლაც თბილისშია ჩემი ბებო, მოახერხა ჩამოსვლა (ჩამოვიყვანეთ). :) შენც გაიხარე მიშა. :)
18. "სა შემიძლია ბებია მე აწი თბილისში წამოსლა, ოთხმოცდამეცხრე წელიწადში ვარ"
ბებიაჩემი გამახსენდა :) გაიხარე, ლუტეცია "სა შემიძლია ბებია მე აწი თბილისში წამოსლა, ოთხმოცდამეცხრე წელიწადში ვარ"
ბებიაჩემი გამახსენდა :) გაიხარე, ლუტეცია
17. მადლობა მუხა. ვიცი გამიგია სოფელი შრომა. ამ ნაწერით ვეცადე ნაწილობრივ გადმომეცა ჩემი სიყვარული გურიის მიმართ, მაგრამ ბოლომდე ამ სიყვარულს ალბათ ვერასოდეს გადმოვცემ. გაიხარეთ. მადლობა მუხა. ვიცი გამიგია სოფელი შრომა. ამ ნაწერით ვეცადე ნაწილობრივ გადმომეცა ჩემი სიყვარული გურიის მიმართ, მაგრამ ბოლომდე ამ სიყვარულს ალბათ ვერასოდეს გადმოვცემ. გაიხარეთ.
16. ძალიან მომეწონა, ამ ნაწერმა ნაწილობრივ ჩემი ბავშვობის ის დრო გამახსენა, როცა ნათესავთან ზაფხულობით დავდიოდი სტუმრად ,ოზურგეთიდან რა მანძილია არ ვიცი, მაგრამ მთიან და მწვანეში ჩაფლულ სოფელ შრომაში, რაც იქ ბუნების სილამაზე ვნახე... თითქმის ყველას საკუთარ ეზოში მანდარინის ხეები და ჩაის ბუჩქები ჰქონდა გაშენებული , ცხენიც ჰყავდა ჩემს მასპინძელს, სასმელი წყალი, რომ გათავდებოდა წავედით "საცივ-ზე" იტყოდნენ და მე პატარა დოქით, მივსდევდი იმათ, აღმართ-აღმართ, მთის ძირში შერჭობილი იყო ბამუკის ჯოხი შუაზე გადაჭრილი და მის ღარში ისეთი ანკარა ცივი წყალი , წვეთ-წვეთობით მოდიოდა, რომ მისი სმით ვერ გაძღებოდი . ამიტომ "საცივს" ეძახდნენ თ ურმე.
უჰ, შენ გაიხარე რა სასიამოვნო რამეები გამახსენე1
მშვენიერად და გემრიელად წერთ. ძალიან მომეწონა, ამ ნაწერმა ნაწილობრივ ჩემი ბავშვობის ის დრო გამახსენა, როცა ნათესავთან ზაფხულობით დავდიოდი სტუმრად ,ოზურგეთიდან რა მანძილია არ ვიცი, მაგრამ მთიან და მწვანეში ჩაფლულ სოფელ შრომაში, რაც იქ ბუნების სილამაზე ვნახე... თითქმის ყველას საკუთარ ეზოში მანდარინის ხეები და ჩაის ბუჩქები ჰქონდა გაშენებული , ცხენიც ჰყავდა ჩემს მასპინძელს, სასმელი წყალი, რომ გათავდებოდა წავედით "საცივ-ზე" იტყოდნენ და მე პატარა დოქით, მივსდევდი იმათ, აღმართ-აღმართ, მთის ძირში შერჭობილი იყო ბამუკის ჯოხი შუაზე გადაჭრილი და მის ღარში ისეთი ანკარა ცივი წყალი , წვეთ-წვეთობით მოდიოდა, რომ მისი სმით ვერ გაძღებოდი . ამიტომ "საცივს" ეძახდნენ თ ურმე.
უჰ, შენ გაიხარე რა სასიამოვნო რამეები გამახსენე1
მშვენიერად და გემრიელად წერთ.
13. მე კიდევ იმაზეგამეცინა... ერთდროულად დაგვიწერია კომენტარები...:))) მე აქ...შენ იქ...ჩემთან...:-* მე კიდევ იმაზეგამეცინა... ერთდროულად დაგვიწერია კომენტარები...:))) მე აქ...შენ იქ...ჩემთან...:-*
12. მე კიდევ იმაზეგამეცინა... ერთდროულად დაგვიწერია კომენტარები...:))) მე აქ...შენ იქ...ჩემთან...:-* მე კიდევ იმაზეგამეცინა... ერთდროულად დაგვიწერია კომენტარები...:))) მე აქ...შენ იქ...ჩემთან...:-*
11. მადლობა ჭა, როგორ მახარებთ ხოლმე. :) თქვენს ისტორიაზე გამეცინა, ოჰ ეს მარშუტკის მძღოლები. :)) მადლობა ჭა, როგორ მახარებთ ხოლმე. :) თქვენს ისტორიაზე გამეცინა, ოჰ ეს მარშუტკის მძღოლები. :))
10. მახსოვდა ეს...კარგია ძალიან...5 მშვენივრად მიგყავს მკითხველი შენ ჭკუაზე და შენ განწყობაზე... კარბად წერ შენ ლუტეცია...:-*
"- რა ნელა დადიხარ, ჩვენ მოცლილები კი არ ვართ, ათასი საქმე გვაქ სახლში"
ამაზე კი აი, რა გამახსენდა რაჭიდან მოვდიოდი...უწერადან.... სამარშრუტო ტაქსით.... მძღოლი, ერთ ადგილას, ონში.... გაჩერდა და მთელი ერთი საათით დაიკარგა, ცოლშვილი ყოლია იქ, ამოყვანილი და ....:))) მერეც მთელი გზა იმდენ ადგილას გაჩერდა, ათი საათი მოუნდით მგონია თბილისამდე ჩამოსვლას...კინაღამ ჭკუიდან გადავედი მე და ეს რაჭველი მგზავრები კი ისხდნენ ამ პაპანაქება სიცხეში აუღელვებლად და იღიმოდნენ...კაციშვილს არ უთქვამს საყვედური...:))) მახსოვდა ეს...კარგია ძალიან...5 მშვენივრად მიგყავს მკითხველი შენ ჭკუაზე და შენ განწყობაზე... კარბად წერ შენ ლუტეცია...:-*
"- რა ნელა დადიხარ, ჩვენ მოცლილები კი არ ვართ, ათასი საქმე გვაქ სახლში"
ამაზე კი აი, რა გამახსენდა რაჭიდან მოვდიოდი...უწერადან.... სამარშრუტო ტაქსით.... მძღოლი, ერთ ადგილას, ონში.... გაჩერდა და მთელი ერთი საათით დაიკარგა, ცოლშვილი ყოლია იქ, ამოყვანილი და ....:))) მერეც მთელი გზა იმდენ ადგილას გაჩერდა, ათი საათი მოუნდით მგონია თბილისამდე ჩამოსვლას...კინაღამ ჭკუიდან გადავედი მე და ეს რაჭველი მგზავრები კი ისხდნენ ამ პაპანაქება სიცხეში აუღელვებლად და იღიმოდნენ...კაციშვილს არ უთქვამს საყვედური...:)))
9. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, მიხარია, რომ სასიამოვნო მოგონებები გამოვიწვიე თქვენში. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, მიხარია, რომ სასიამოვნო მოგონებები გამოვიწვიე თქვენში.
8. გუშინ წავიკითხე და დღეს გადავიკითხე...
მომენატრა ოზურგეთში ყოფნა. არა და,წინათ რა ხშირად ჩავდიოდი იქ?! სახლი, უზარმაზარი ეზო მწვანე ბალახით დაფარული... კარალოკისა და გულაბი მსხლის უზარმაზარი ხეები თავის ჩრდილს რომ აფენენ ამ სიმწვანეზე... ღობის გასწვრივ - ჰორტენზიები... გზის მეორე მხარეს - უამრავი ფერის ვარდი... სახლის უკან - ღელე, ღელის გადაღმა - სათხილე... (უთხელესკანიანი თხილი აქვთ!... ) სათხილე თითქმის მდ. ნატანებამდე ეშვება...
უუფ, სულ თვალწინ დამიდგა მთელი ჩემი ბავშვობა! გაიხარე,ლუტეცია!
555555555555555555555555 გუშინ წავიკითხე და დღეს გადავიკითხე...
მომენატრა ოზურგეთში ყოფნა. არა და,წინათ რა ხშირად ჩავდიოდი იქ?! სახლი, უზარმაზარი ეზო მწვანე ბალახით დაფარული... კარალოკისა და გულაბი მსხლის უზარმაზარი ხეები თავის ჩრდილს რომ აფენენ ამ სიმწვანეზე... ღობის გასწვრივ - ჰორტენზიები... გზის მეორე მხარეს - უამრავი ფერის ვარდი... სახლის უკან - ღელე, ღელის გადაღმა - სათხილე... (უთხელესკანიანი თხილი აქვთ!... ) სათხილე თითქმის მდ. ნატანებამდე ეშვება...
უუფ, სულ თვალწინ დამიდგა მთელი ჩემი ბავშვობა! გაიხარე,ლუტეცია!
555555555555555555555555
7. დიდი მადლობა ჰარირამა, გამახარეთ. :) დიდი მადლობა ჰარირამა, გამახარეთ. :)
6. :) ჩემი სოფელიც ეგრე იქნება ოზურგეტიდან , შეიძლება ცოტა უფრო ახლოს, და წიფელაც იმხელაა რომ, მტელი ბავშვობა მეგონა რომ მტელი სამყაროს ჩიტები , იმ წიფელაზე ცხოვრობდნენ, ერტი ეგაა ბებიაჩემი აღარაა ცოცხალი:( გაიხარე ლუტეცია, იმდენი კარგი მოგენება ამისალე, იმ წიფელადან აფრენილი ჩიტებივით:) :) ჩემი სოფელიც ეგრე იქნება ოზურგეტიდან , შეიძლება ცოტა უფრო ახლოს, და წიფელაც იმხელაა რომ, მტელი ბავშვობა მეგონა რომ მტელი სამყაროს ჩიტები , იმ წიფელაზე ცხოვრობდნენ, ერტი ეგაა ბებიაჩემი აღარაა ცოცხალი:( გაიხარე ლუტეცია, იმდენი კარგი მოგენება ამისალე, იმ წიფელადან აფრენილი ჩიტებივით:)
5. გმადლობთ. :) გმადლობთ. :)
4. სეზონურად აქტუალურიცაა და კარგი წასაკითხიც. ერთი სიტყვით, მომეწონა. ++ სეზონურად აქტუალურიცაა და კარგი წასაკითხიც. ერთი სიტყვით, მომეწონა. ++
3. რაღაც გემრიელი იყო :)) რაღაც გემრიელი იყო :))
1. ძველია, მაგრამ სეზონურად აქტუალური, ამიტომ მომინდა ისევ დამედო. :) ძველია, მაგრამ სეზონურად აქტუალური, ამიტომ მომინდა ისევ დამედო. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|