რატომ აიჩემე ჩემთან ღამით მოსვლა? მესმის უძილობა როცა არ მასვენებს, როცა მინდა, მაგრამ ვერა ვხუჭავ თვალებს, მაშინ მოდიოდე, მაგრამ არა! ძილშიც არ მასვენებ, უკვე დამილეწე ყველა სიზმრის კარი, მე კი დავიღალე! ესეც რომ არ იყოს, შენც ხომ კარგად იცი, ღამე რომ წამოვხტი, ფურცელს, კალამს ვეცი, ხომ არ გაგიჟდიო?! უმალ გამომძახა იმან, საწოლიდან , მეკი დავიბენი, სულაც არ მინდოდა ამას მიმხვდარიყო, მგონი ამადევნა უკვე ეჭვის თვალი... შენ რა გენაღვლება, ალბათ გეცინება, ღამე ნუ მოდიხარ, თავი დამანებე... ვიცი შენ რაც გინდა, ფურცლით გავიშალო ჩემი სარეცელი, ფურცელზეწარით და ფურცელბალიშებით, ბევრი კალამი და ირგვლივ ხალიჩები, რბილად რომ მობრძანდე, თუმცა ზედმეტია ალბათ ხალიჩები, შენ ხომ მოფრინდები?! ჰოდა რა გამოდის ჩემო თეთრო ჩიტო? რომ წარმოვიდგინო, უფრო ლოგიკურად, ხაფანგს მომაგონებს ჩემი საწოლი და მე კი გამოვდივარ სატყუარა შენი... სუსტო ჩიტუნია, მაგრამ მაინც ფრთებით. სულ პაწაწინა ხარ, მე კი ვებერთელა, მაგრამ უშენოდ ხომ სულ მთლად ც ა რ ი ე ლ ი... უი, მაპატიე, ლამის დამავიწყდა გაფრთხილება შენი, რომ არ გაგიკვირდეს, თუკი დაგვცინებენ. მერე რა რომ ჩვენ ვართ შეუხედავები, სუსტი რითმებით და მართლა "პატარები", სამაგიეროდ ვართ შ ე ს ა ფ ე რ ი ს ე ბ ი! დარდს ვერ მივეცემი თუ ვერ "გავიზრდებით", ოღონდ დღე მოფრინდი, მართლა გევედრები!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ჩემი მუზის დამცველები! :) :*** ჩემი მუზის დამცველები! :) :***
18. არ მომწონს 3 არ მომწონს 3
17. ვერაფრით... ვერაფრით...
16. იუმორისტულში არ დავდე იმიტომ რომ იუმორზე მეტი თვითირონიაა აქ. იუმორისტულში არ დავდე იმიტომ რომ იუმორზე მეტი თვითირონიაა აქ.
15. მერაბ ჯიხაძე, თქვენი კომენტარი ვერ გავიგე.
დღლოფინიჩ, არაა გაწელილი, მაგან უფო მეტად გამიწელა ღამეები. :)
ლონდონელი მამაძაღლი, რატომ ისეთი ცუდი, რომ არ მეკადრება? :)
ბუდულა, :* მერაბ ჯიხაძე, თქვენი კომენტარი ვერ გავიგე.
დღლოფინიჩ, არაა გაწელილი, მაგან უფო მეტად გამიწელა ღამეები. :)
ლონდონელი მამაძაღლი, რატომ ისეთი ცუდი, რომ არ მეკადრება? :)
ბუდულა, :*
14. გაწელილია ჩEმი აზრით! გაწელილია ჩEმი აზრით!
13. სავარაუდოდ, ამ ავტორს არ ეკუთვნის ეს ლექსი :) სავარაუდოდ, ამ ავტორს არ ეკუთვნის ეს ლექსი :)
12. მუზის ნახევრადაც რომ გეფიქრებოდეთ კაცები ამ ქვეყანას ეშველებოდა : ))) მუზის ნახევრადაც რომ გეფიქრებოდეთ კაცები ამ ქვეყანას ეშველებოდა : )))
11. ჰაჰაჰა, ნინო.:) რა კარგად დაგიწერია:D ყველა ამას ვერ გაიგებს და არ გეწყინოს ... მათგან არ გეწყინოს :) ჰაჰაჰა, ნინო.:) რა კარგად დაგიწერია:D ყველა ამას ვერ გაიგებს და არ გეწყინოს ... მათგან არ გეწყინოს :)
10. მარა, ნამეტანი სერიოზულად მიუდექით მგონი. :) მარა, ნამეტანი სერიოზულად მიუდექით მგონი. :)
9. მე უწყინარი, მუზა გაფრთხილებული. :) ყველაფერი რიგზეა. :) მე უწყინარი, მუზა გაფრთხილებული. :) ყველაფერი რიგზეა. :)
8. ჰო და კიდევ ეს არ მომეწონა ''წამოვხტი, ფურცელს, კალამს ვეცი'' იმედია არ მიწყენ )) <3 ჰო და კიდევ ეს არ მომეწონა ``წამოვხტი, ფურცელს, კალამს ვეცი`` იმედია არ მიწყენ )) <3
7. აზრი გავიგე და მდგომარეობაც ძალიან ნაცნობია, )))) უბრალოდ ვერ მოიტანე ჩემამდე, უკეთ შეიძლებოდა ;)) წარმატებები აზრი გავიგე და მდგომარეობაც ძალიან ნაცნობია, )))) უბრალოდ ვერ მოიტანე ჩემამდე, უკეთ შეიძლებოდა ;)) წარმატებები
5. ეს ბოლო ვედრება განსაკუთრებით არ მომეწონა ეს ბოლო ვედრება განსაკუთრებით არ მომეწონა
4. მე კი გავიგე, მაგრამ შენ ბევრად უკეთესები მოგაქვს ხოლმე :) მე კი გავიგე, მაგრამ შენ ბევრად უკეთესები მოგაქვს ხოლმე :)
3. "მუზას"__იუმორით! :) "მუზას"__იუმორით! :)
1. არ მომეწონა არ მომეწონა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|