ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2014


გაკვეთილი

__გამარჯობა, ბავშვებო!
__გამარჯობა!
__დასხედით!
მასწავლებელმა ჟურნალი მაგიდაზე დადო და გააგრძელა:
__ბავშვებო, დღეს თამრიკო წეველიძის დედიკომ მოიტანა საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც თამარს უყიდა, მაგრამ პატარა მოუვიდა, მას იგი არ გამოადგება, ამიტომ აჩუქებს იმ გოგონას, რომელსაც მოერგება.
როენა მასწავლებელმა გაიღიმა და კვლავ განაგრძო:
__ნინიკო, მოდი  ჩემთან!
ნინიკო უკანა მერხიდან მორიდებით წამოიწია, თანაკლასელებმა თავი უკან მიაბრუნეს, რომ დაენახათ, რომელ ნინიკოს უყურებდა მასწავლებელი, კლასში ხომ ხუთი ნინო იყო.
__ჰო, შენ, მოდი ჩემო კარგო, აბა მოიზომე!

ნინიკომ ზამთრის დაბალყელიანი "ბათინკები" გაიხადა, ცხვირებმოთეთრებული, ერთ დროს ყავისფერი ბათინკები მასწავლებლის მაგიდის ფეხთან მიაწყო. მუხლები ოდნავ ზემოთ აწია, რომ ტერფებით იატაკს არ შეხებოდა.
მასწავლებელმა საკუთარი ხელით ამოაცვა ჟოლოსფერი ფეხსაცმელი მის თეთრგეტრებიან პატარა ფეხებს.
__ნახეთ, ბავშვებო, სწორედ მისი ზომა ყოფილა, თანაც როგორ მოუხდა მის ვარდიფერ ლოყებს?! მზით გაცვითე!
__მადლობა. თქვა ნინომ და ახლაღა გაიღიმა.

არ ეცალა დედიკოს მის დასახვედრად. აღარც სჭირდებოდა, უკვე მეორე კლასს ამთავრებდა, დიდი გოგო იყო.  დღეს,  პირველად, გადაწვიტა თვითონ დახვედროდა  გაჩერებაზე დედას.

__დე, ნახე, თამრიკოს დედამ...... ჭიკჭიკებდა ბავშვი და ხტუნვა-ხტუნვით მიკუნტრუშებდა, თან  მალი-მალ ახალ ფეხსაცმელზე იყურებოდა.__ მე პირველმა მოვიზომე....ხომ მოგწონს შენც...დე, რატომ ტირი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები