ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2015


ყლუპი ლექსი

იკარგებიან მირაჟები_
ცრუ იმედები...
გზა ცხოვრებისა_
მწველი ქვიშა, ცხელი ტერფები...
თუმცა მასაც ალამაზებენ ეფემერები_
პაწაწინა ყვავილები უდაბნოს გზაზე,
მხოლოდ იმისთვის რომ მიგანიშნონ:_
აქ შეგიძლია წყურვილის მოკვლა ყლუპი ლექსებით,
თუ შიში გიპყრობს_
ვერშესახები გაგიხდეს კვლავაც
პოეზია_ოაზისები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები