ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2016


შეჩვეულები

ტრაგედიებიც ისევე იცრიცება ქარში,
როგორც ახდენილი ოცნებები,
მოსალოდნელი,
თუ მოულოდნელი ბედნიერება...

არა, მათ დრო კი ვერ წაშლის,
უბრალოდ ჩვენ ვართ განწირულები
გვერქვას შეჩვეულები...

არც მეორეა პირველზე ნაკლებმწარე.
რომ დაფიქრდე კარგად,
თუნდაც -
სირცხვილია მოიწყინო,
თუკი განგებამ გაჩუქა შვილი...

ჰო, ვერ იქნები ბედნიერების მუდმივ ექსტაზში,
თუ არ გსურს იყო შეურაცხადი,
ვერც ტრაგედიას ჩაახრჩობ ცრემლით,
ადრე და მალე თავად წაგაყრის მიწას...

შენ უნდა შეძლო,
შეჩვეული ბედნიერების
და შეჩვეული უბედურების
გახდე მატარებელი,
ოღონდ მყარად დალუქული
უნდა მიიტანო ბოლო ბაქანთან
და ეს რომ შეძლო,
სიხარული უნდა ეძიო მხოლოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები