ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 ნოემბერი, 2016


ბ.გ_ს

შენი მესმის...
ამიტომ ვარ იძულებული
საკუთარი ხელითვე ,
ნაჯახით აკუწული ჩემი სხეული
კბილით მეჭიროს,
ყველა ჭრილობიდან სისხლი მდიოდეს
და ხელის გულებზე მეწყოს
გადაჭრილი ჩემი თითები.

არ ისვენებს  ქვეცნობიერი -
სანამ ჩემში ვკლავდი ქალს,
არას მერჩოდა,
მაგრამ ახლა სამაგიეროს მიხდის.

მე კი,
განა არაფრის შეცვლა არ შემიძლია?
არ მსურს!
მირჩევნია
სულზე ერთი მკვდარი მეკიდოს
და ეს მე ვიყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები