ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2016


ჭადარი

ნინო დარბაისელი

ჭადარი

ამბობს ყინვაში ჭადარი,
ბებერი, ნაავადარი:
- გული მიდევს თუ ღადარი,
შიგ სულ ჩუმი წვა რად არი?
აღარ დამიდგა დარი!

ენით ნუ მომექარგები!
აქედან აიბარგები,
ცოცხლად თუ დამეკარგები -
გზად მე ვერ გამოგეგები.
სხვა ვინმეს  მოერგები.

თუმცა ბადეში გაგები
შენთვის ვერ დავიდაგები,
შენზე ათასჯერ კარგები -
ჩემი ტოლ- ამხანაგები,
ალვისა ტანად ნაგები,
ბროლ-მინის შესადარი...

უკვე აღარსად არიან,
სიკვდილმა ხელი დარია,
მკვდარია ყველა, მკვდარია.
სამოთხე რა მდიდარია! 
ანგელოზთ საბედარია,
საბადო - საბუდარი.

აქ რაღამ არივ-დარია:
ზოგი ცოცხალი - მკვდარია.
და ცოცხლობს ბევრი მკვდარი.
ღმერთო, რამდენი ცოცხალი,
ღმერთო,
რამდენი მკვდარი!...

- უფოთლოდ გცივა, ჭადარო,
ასჩერებიხარ ზეცას.
ზაფხულში - უნდა იხდიდე,
ზამთარში - უნდა გეცვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები