ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: თარგმანი
6 თებერვალი, 2017


*****(თავისუფლება)

ზაფხულმა დამღალა,
არა, არ ვიშლები...
დღე გარბის, ყოველთვის, პერანგის ძებნაში,
მოვიდეს ზამთარი, წაშალოს ნიშნები -
სიმწვანის, კაცთა და მათ მიერ ნაშენის;
შუიდან, ან სულაც დავიწყებ სარჩევით -
სხვისი წიგნის კითხვას,
თავს მივცემ უფლებას -
ვიძინო ჩაცმულმა, ამა წლის ნარჩენიც
ვიდრე მიილევა...
ჰო, თავისუფლება -
ეს დავიწყებაა ტირანის სახელის,
ნერწყვი კი შირაზის ჰალვაზე ტკბილია,
მაგრამ,
ცრემლით რომ არასდროს გაამხელ,
ტვინსაც რომ რქასავით გიგრეხდეს - ტკივილი!

Иосиф Бродский.

Я не то что схожу с ума, но устал за лето.
За рубашкой в комод полезешь, и день потерян.
Поскорей бы, что ли, пришла зима и занесла всё это -
города, человеков, но для начала зелень.
Стану спать не раздевшись или читать с любого
места чужую книгу, покамест остатки года,
переходят в положенном месте асфальт.
                                                            Свобода -
это когда забываешь отчество у тирана,
а слюна во рту слаще халвы Шираза,
и, хотя твой мозг перекручен, как рог барана,
ничего не каплет из голубого глаза.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები