ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2018


ეჰეი!

სად ჯანდაბიდან მოხვედი, ასეთო უკუღმართო სიყვარულო,
ან რატომ უკან არ ბრუნდები, ისევ ჯანდაბაში?!
იმაზე მაინც მიპასუხე,
სიყვარულო,
ამას რა ჰქვია:
უგულობა,
თუ არაკაცობა,
თავი ისე მაგრძნობინოს
თითქოს მკვდარი ვარ,
მაგრამ სამსჯავროში უსასრულოდ გაჩხერილი,
არც სამოთხე მაღირსოს
და არც ჯოჯოხეთი.
რამდენჯერაც მაჩუქე ფრთები,
სიყვარულო,
იმდენჯერვე ეკლად გადამიქციე,
მიდი, დამწყევლე:
რაც არ გინდა ღმერთმა ნუ მოგცესო, - მითხარი,
მე კი დალოცვად ჩავთვლი,
ოღონდ მომშორდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები