ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2018


ლოცვა ძილის წინ ..

ცაო მაღალო..
ღმერთო, მისმინე,
გადააფარე ქვეყანას კალთა..
მწყემსო მართლო,
რწმენით მდაბალი
კაცობრიობას ვავედრებ ხატთან !

დრო კი გავიდა ,
ფერიც ვიცვალეთ ,
გასაჭირის დროს გვახსოვხარ იცი..
არ გაგვწირო და
ძალა მოგვეცი
სიკეთის ჟამსაც რომ დავდოთ ფიცი..

წმინდა მარიამ ,
ყველა იხსენი
სასოწარკვეთილ-ტანჯული დედა..
მონანიება და მიტევება
ტკივილის დროს კი
ბოროტის თმენა!-
გვასწავლე წმინდავ,
გცასწავლე კარგო,
და მუდამ ახლოს გვამყოფე ღმერთთან ..

წმინდა გიორგი,
ევედრე უფლს
შენდობა ყველა ჩვენი ცოდვისა..
ვისაც რა უნდა,
ვისაც რაუთქვამს ,
ძალა შემატე აღსრულებისა..
მკლავში სიმძლავრე,
სულში სიმგრე,
მართლად და მარჯვედ გაუყვნნ გზასა..
უფლს შესთხოვე ,
გვიშუამდგოვლე,
რომ შემდგომ რწმენით მოვიდეთ ხატთან ..

ღმერთო, შემინდე
ცოდვანი ჩემნი,
მიმიღე კრავი დაკარგულ ვიყავ!
ვერ ვპოვებ ბილიკს
სადაც მე ვივლი,
და აღსარება მიიღე ფიცად..
ჩემი ოჯახი
და ახლობლები
ჯანმთელად მყავდნენ
ყოველთვის მინდა..

შენთან წამოსულთ
გზა გაუნათე ,სასუფეველში სამკვიდრო მიეც ..
და როცა ჟამი
მოგვივა წასვლის
ნება მოგვეცი რომ
მათ კვალს მივყვეთ..

მანამდე ისევ
ვიარო მინდა
სიმართლითა და სურვილით ამით,,
თუ ჩამთვლი ღირსად
რომ მომისმინო,
მიიღე ესე ვედრება ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები