ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2018


***

ისურვე!..
ინატრე!..
ინათლებს
ახალი ფერებით ცხოვრება,
ილოცე!..
იწამე!..
იმ წამებს
ღვთიური სურნელი მოყვება,
იღიმე!..
იცინე!..
ვიცი მე
სიბნელე სიკეთით მორჩება,
იცეკვე!..
იმღერე!..
თბილ ბგერებს
სამოთხის ცისკარი მოხვდება...
ადექი!
ადექი!
ოცნება
ჯდომით და იმედით არ ხდება,
ხელი გაქვს,
ფეხი გაქვს,
ენა გაქვს,
სურვილს შეაშველე თავმდებად,
ადექი!
ადექი!
ღიმილი
სნეულს არასოდეს უხდება,
უხელოდ,
უფეხოდ,
უენოდ
სიკეთეს მაზოლი უჩნდება,
ადექი!
ადექი!
სიმღერა
მაღლიდან სხვა სხივით ფერდება,
ხელებით,
ფეხებით,
და ენით
ნოტები სამოთხედ ჟღერდება.
არ ადგე!
სულ ერთხელ არ ადგე!
პირიქით მუხლებზე დაეშვი,
ლოცვა დაჩოქილმა განაგრძე
ასე სჯობს, ასე სჯობს და ეჭვი
არ არის, რომ მართლა გადარჩე,
რომ მართლა შეიგრძნო ღვთის სუნი,
ილოცე, იწამე ოღონდაც
გულწრფელად მიანდე ღმერთს სული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები