ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კორნელი ჭყონია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 მაისი, 2018


...

.....
ეს ამბავი არ მომხდარა გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როცა ქუჩებში ხანშიშესული ადამიანები
გვიმასპინძლდებიან.
არც შემოდგომის წვიმების დროს, არ დამითმია შენთვის ქოლგა და არც სახლამდე არ მიმიცილებიხარ.
სიმართლე რომ გითხრა,არ მახსოვს საიდან დაიწყო ყველაფერი,მაგრამ მახსოვს პირველი საუბარი.
მნიშვნელოვანი არაფერი თუმცა სიმარტოვე იგრძნობოდა.
შენ არ გეცალა,მე კი ვჩქარობდი.
სიტყვებს სხაპასხუპით გაყრიდი თავი რომ მომეწონებინა,ინსტიქტურად ,რადგან მერე ვნანობდი სიჩქარეს.
მახსოვს, როგორ ველოდებოდი საათობით შენს წერილს.
როგორ ვიგონებდი შენთვის ათას დავალებას, იმ მიზეზით რომ მოუცლელობისთვის დამებრალებინა დუმილი.
დღეები გადიოდა, პასუხი კი არ ჩანდა.ტყუილები ამომეწურა შენი პირით ჩემს ფიქრებში ნათქვამი.
ეს ამბავი არ მომხდარა, მითუმეტეს არც მაშინ როცა ქუჩებში გაზაფხული დათარეშობდა და არც მაშინ შემოდგომა,
ცრემლებად რომ ეხეთქება ასფალტს.
არა.
ეს ამბავი მე მოვიგონე რათა მეთქვა, რომ ბუნებაში ხანდახან იბადებიან ადამიანები მარტოობისთვის.
შენ მეტყვი, ეს იმდენად მტკივნეულია, ერთ დღეს რომელიღაც მაღალი სახურავიდან მოისვრი საკუთარ სხეულს.
მე კი გეტყვი,რომ ეს ამბავი არ მომხდარა და რადგან ასეა, ჯერ კიდევ არის დრო, იმისა რომ ამ მარტოობას თავი
დააღწიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები